გიგა ბოკერია - ჩვენ ივანიშვილის რეჟიმს არ მივცემთ საბაბს, რომ ღარიბაშვილის საკითხის გამოყენებით ოპოზიციას მოლაპარაკებების ჩაშლა დააბრალოს

„ჩვენ ივანიშვილის რეჟიმს არ მივცემთ საბაბს, რომ ღარიბაშვილის საკითხის გამოყენებით ოპოზიციას მოლაპარაკებების ჩაშლა დააბრალოს“, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ 6-პუნქტიან დოკუმენტში გაწერილ საკითხებზე გარღვევა იქნება, რომელიც მოიცავს მელიას და რურუას გათავისუფლებას და ასევე რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას, მაშინ აქციების საკითხი გადაიხედება, მანამდე კი 20 მარტის აქცია ძალაში რჩება.

"სრული კონსენსუსია იმაზე, რომ ნორმალური განვითარება იქნებოდა ამ ძალიან არანორმალურ ვითარებაში ის, რომ ღარიბაშვილისნაირი ფიგურა არც პრემიერ-მინისტრი და არც მოლაპარაკებებში არ იყოს. ჩვენ ივანიშვილის რეჟიმს არ მივცემთ საბაბს, რომ ღარიბაშვილის საკითხის გამოყენებით ოპოზიციას მოლაპარაკებების ჩაშლა დააბრალოს. რა ფორმით მოხდება ეს ამაზეც გვექნება ერთმანეთში კონსტულტაციები, მაგრამ გარწმუნებთ, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება ჩვენი მხრიდან შარლ მიშელის მიერ მოხაზულ ყველა იმ საკითხზე, რომელიც დოკუმენტშია. რაც შეეხება აქციებს, ის გეგმა, რომელიც ოპოზიციამ გამოაცხადა, ძალაში რჩება. ჩვენ გვაქვს მიშელის მედიაციით ჩამოყალიბებული საკითხების ნუსხა, რომელსაც მთელი ოპოზციური სპეტქრის სრული მხარდაჭერა აქვს. ხელისფლების წარმომადგენლებმა შარლ მიშელის წასვლის შემდეგ გადათქვეს პოზიცია. ჩვენ გვინდა, რომ ეს პოზიცია შეიცვალონ და ყველა საკითხზე დასხდნენ სალაპარკოდ. თუ მანამდე გვექნება გარღვევა, გარღვევა მოიცავს ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლებას და ვადამდელ არჩევნებს, მაშინ გადავხედავთ აქციების საკითხს. ამ მომენტისთვის 20 მარტის აქცია ძალაშია. თუ კარგი შედეგი გვექნება ამ ძალიან ცუდ ფონზე, მაშინ აქცია საჭირო აღარ იქნება" , - განაცხადა ბოკერიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო