"ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებმა გლდანის რაიონის გამგეობასთან წარწერები - "იკა, ტრიიი", "ტრი ტრი ტრი" დატოვეს

,,ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები გლდანის რაიონის გამგეობასთან შეიკრიბნენ. მათ გამგეობასთან წარწერები - ,,იკა, ტრიიი”, ,,ტრი ტრი ტრი” ,,მანიაკი იკა” და სხვა დატოვეს. აქციის მონაწილეები ავტოკოლონით ნაძალადევის და ჩუღურეთის გამგეობებთან გადაინაცვლებენ, შემდეგ რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან დაასრულებენ.

აქტივისტები რამდენიმე დღის წინ „ტვ პირველის" ეთერში გასულ ფარულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით მართავენ აქციას. მათი ორი ძირითადი მოთხოვნა აქვთ ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნა.

ცნობისთვის, „ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე მტკიცებით, მომღერალი ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ამასთან, ტელეკომპანიის მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ამ საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრობს, რომელიც ამ ქმედებებს იწონებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა