სამოქალაქო აქტივისტებმა სამგორის გამგეობასთან  წარწერები - „მკვლელებო", „მანიაკებო", „ძირს მანიაკები" გააკეთეს

„მკვლელებო", „მანიაკებო", „ძირს მანიაკები" - ეს წარწერები სამოქალაქო აქტივისტებმა სამგორის გამგეობასთან გააკეთეს.

აქტივისტებმა გამგეობის შესასვლელთან ბიძინა ივანიშვილის სტიკერები გააკრეს. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული, თუმცა, აქტივისტებს წარწერების გაკეთებაში ხელს არ უშლიან.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ბესიკ გაზდელიანის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით, მათ 200-ლარიან ჯარიმებსაც გამოუწერენ.

„სხვადასხვა წარწერა დავტოვეთ. მთელმა საზოგადოებამ დაინახა და გაიგო ის, რაც ყველამ ვიცოდით. ივანიშვილის ოჯახი მანიაკების ოჯახია, რომლებიც პირადი ანგარების გამო არსებობენ",- განაცხადა გაზდელიანმა.

სამოქალაქო აქტივისტები მანქანების მსვლელობით ისნის და მთაწმინდის გამგეობებისკენ დაიძვრებიან, შემდეგ კი, რესპუბლიკის მოედნიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლებენ.

ისინი რამდენიმე დღის წინ, "ტვ პირველის" ეთერში გასულ ფარულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით მართავენ აქციას.

აქტივისტების მოთხოვნებს შორის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება კვლავ ძალაში რჩება. აქციის მონაწილეების თქმითვე, გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით, გამოძიება უნდა დაიწყოს, ასევე უნდა გადადგნენ ირაკლი ღარიბაშვილი და ვახტანგ გომელაური.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს