პაატა დავითაია - 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე არ არის შესრულებული

ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს, რომ მოლაპარაკებები არ ჩაიშალოს,- ამის შესახებ „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპული საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებული ექვსპუნქტიანი გეგმის თაობაზე კომპრომისი აუცილებლად უნდა შედგეს.

„მოლაპარაკებების მაგიდა არ უნდა აყირავდეს, კომპრომისს უნდა მივაღწიოთ, ეს კი ორმხრივი მოძრაობაა, დათმობებზე წასვლა მოუწევს ხელისუფლებასაც. შეგახსენებთ, რომ 8 მარტის შეთანხმება ჯერ კიდევ ბოლომდე შესრულებული არ არის“, - განაცხადა პაატა დავითაიამ, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს