ანა ნაცვლიშვილი ჩანაწერზე - ჩვენ მოვითხოვეთ და ოფიციალურად მივმართეთ წერილით პროკურატურას, რომ დაიწყოს გამოძიება

ჩვენ მოვითხოვეთ და ოფიციალურად მივმართეთ წერილით პროკურატურას, რომ დაიწყოს გამოძიება

- ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან 6 მარტს გავრცელებულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა უნდა დატოვოს, რადგან კანონი და მიუკერძოებელი გამოძიება მოითხოვს ამას.

ნაცვლიშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ ღარიბაშვილს და ჩუბინიძეს აქვთ მექანიზმები, რომლითაც გამოძიებაზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ.

„ჩვენ მოვითხოვეთ და ოფიციალურად მივმართეთ წერილით პროკურატურას, რომ დაიწყოს გამოძიება. გამოძიება, რომ უნდა დაიწყოს, ცალსახაა. აქ კანონი არანაირ არჩევანს არ უტოვებს პროკურატურას. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, გამოძიება, რომ წარიმართოს ჩარევის და ზემოქმედების გარეშე, აუცილებელია ჩართული იყოს საერთაშორისო ავტორიტეტული და სანდო აქტორები, მაგრამ გამოძიების მიმდინარეობის დროს ვერ დარჩება პრემიერი და ჩუბინიძე, რომლებსაც მექანიზმები აქვთ, რომ გამოძიებაზე მოახდინონ ზეგავლენა. შესაბამისად, ღარიბაშვილი უნდა გადადგეს და აღარ იკავებდეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. იმიტომ კი არა, რომ „ლელოს“ პოზიციაა ასეთი, იმიტომ, რომ კანონი და მიუკერძოებელი გამოძიება მოითხოვს მის გადადგომას. შესაბამისად, ღარიბაშვილი ვერც მოლაპარაკებებში ვეღარ უნდა იყოს ჩართული. ეს არის ის, რასაც ჩვენ მკაფიოდ ვაფიქსირებთ. სრულიად გაშიშვლებული რეალობაა, რომელსაც „ოცნება“ გვაჩვენებს, რომ პარტია კარნახობს სახელმწიფო ინსტიტუტებს, როგორ უნდა იქცეოდნენ. სამწუხაროდ, სახელმწიფო ინსტიტუტებიც იმდენად დაბეჩავებულ მდგომარეობაში არიან, რომ განცხადების გაკეთებასაც ვერ ბედავს მთავარი პროკურორი და პარტიას მიჰყავს “პარადი“. ზუსტად რუსული ტერმინები შეესაბამება ამ ვითარებას. აი, ეს არის გაშიშვლება, მთელი საშინელებისა, რასაც მიტაცებული სახელმწიფო ჰქვია. მარტო ის, რომ ღარიბაშვილი ცუდი ტიპია, ეს არ არის მთავარი საკითხი. მოქმედებას ვითხოვთ სახელმწიფო ინსტიტუტებისგან. ისინი თუ იმოქმედებენ ღარიბაშვილი თანამდებობაზე აღარ უნდა რჩებოდეს . ეს არის მარტივი, რომელსაც ყველა დემოკრატიული ქვეყნები აღიარებს. „ოცნებას“ უყვარს იმის ხაზგასმა, რომ საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა და აქ დრამატული არაფერი არ ხდება. თუ დრამატული არაფერი არ ხდება მაშინ იხელმძღვანელონ დემოკრატიული სტანდარტით. დააყენონ პერემიერის პასუხიმგებლობის საკითხი, სხვა შემთხვევაში გამოდის, რომ ამ თავისი დუმილით და ზოგი გამპრავებლური პოზიციით ხდება ამ შესაძლო დანაშაულში თანამონაწილე. ეს დანაშაული ადრე თუ გვიან მაინც გამოძიებული იქნება“ , - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, „ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე მტკიცებით, მომღერალი ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ამასთან, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ამ საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრობს, რომელიც ამ ქმედებებს იწონებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა