“1000 მშობლის მარში“ მთავრობის ადმინისტრაციასთან დასრულდა

თბილისში, “1000 მშობლის მარში" მთავრობის კანცელარიასთან დასრულდა.

მთავრობის კანცელარიასთან ქართველმა მსახიობებმა აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს, სადაც სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით ისტორიები, ნამდვილი ამბები გაიხსენეს.

კამპანია #მომისმინე #პროტესტის100დღე ქალთა მოძრაობის ინიციატივა იყო, სადაც მშობლები, ახალგაზრდები, სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები გაერთიანდნენ.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, პროკურატურაში შეიქმნას სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს. ამასთან ითხოვენ ფსიქოლოგების და სოცმუშაკების რაოდენობის გაზრდას, სქესობრივი განათლების ფორმალური განათლების ნაწილად შეტანას.

#მომისმინე #პროტესტის100დღე კამპანიაა, რომელიც უპირისპირდება სქესობრივ ძალადობას გოგოების და ქალების მიმართ. თბილისის პარალელურად, აქცია “1000 მშობლის მარში" მიმდინარეობს რეგიონებშიც.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო