კახა კალაძე - როდესაც მოვა დრო, ყველაფერს გაიგებთ იმასთან დაკავშირებით, არჩევნებში მონაწილეობას მივიღებ, თუ არ მივიღებ

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ დატოვებას არ აპირებს.

მისი თქმით, ინფორმაცია, თითქოს ის „ოცნებას“ ტოვებს არასწორია და მიზანმიმართულად ხდება სიცრუის გავრცელება.

„ამასთან დაკავშირებით გავაკეთე განცხადება და ეს არის არასწორი ინფორმაცია. მიზანმიმართულად ხდება სიცრუის გავრცელება. მომდევნო დღეების და თვეების განმავლობაში, როდესაც მოვა ამის დრო ყველაფერს გაიგებთ იმასთან დაკავშირებით მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას თუ არ მივიღებ. მე არასდროს არ გადამიდგას ისეთი ნაბიჯები, რომ მალულად ან ჩუმად ყოფილიყო. ყველაფერი იქნება ცხადი, როდესაც ამის დრო იქნება. ყველაფერს აქვს თავისი დრო. დღეს ადრეა ამაზე საუბარი, ნუ ვჩქარობთ. მე დიდი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული თბილისზე და თბილისელებზე, ბევრ პროექტებს ვახორციელებ. შესაბამისად, გადაწყვეტილება, როგორიც იქნება მიღებული, გეცნობებათ“ -, განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო:მიიღებს თუ არა მონაწილეობას არჩევნებში კახა კალაძე

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა