შარლ მიშელმა საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის პირადი წარმომადგენლის სახით კრისტიან დანიელსონი დანიშნა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, კრისტიან დანიელსონი საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარადჭერილი პოლიტიკური დიალოგის მედიატორად დანიშნა.

დანიელსონი მედიაციას გაუწევს საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის განახლებულ დიალოგს, რომელიც ქვეყანაში დაძაბული პოლიტიკური ვითარების განმუხტვას ემსახურება და ამ მიზნით ის საქართველოში ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან მჭიდროდ ითანამშრომლებს.

"უახლოეს დღეებში ბ-ნი დანიელსონი საქართველოში გაემგზავრება, რათა ყველა მონაწილე მხარე აქტიურად ჩართოს პროცესში.

პრეზიდენტი მიშელი და უმაღლესი წარმომადგენელი ბორელი მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ აქტორს, რომ სრულყოფილად კონსტრუქციული სულისკვეთებით შესრულდეს დიალოგი ორმხრივი შედეგების მისაღწევად, სტაბილური, დემოკრატიული და რეფორმაზე ორიენტირებული საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით, რათა შეძლოს ქვეყანამ წარმატებით სვლა მის პროევროპულ გზაზე", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.

კრისტიან დანიელსონი მუდმივი წარმომადგენელი იყო შვედეთში, ვიდრე ის ევროკომისიის გენერალური მდივნის მოადგილე გახდებოდა 2011 წელს. 2013 წელს იგი გენერალური დირექტორი გახდა გაფართოების საკითხებში და 2015 წელს გენერალურ დირექტორად დაინიშნა სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებებში. ის ამჟამად შვედეთში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელია.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია