საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ევროპარლამენტში დღეს დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება, სადაც მოხსენებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი წარადგენს.

როგორც საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოხსენებისას ძირითადად შეფასებები ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ვიზიტთან დაკავშირებით გაკეთდება.

ბრიუსელში, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე მსჯელობა ბრიუსელის დროით 15:00 საათზე დაიწყება. საკითხი დღის წესრიგში ევროპელი დეპუტატების მხრიდან დადგა.

„შარლ მიშელის ვიზიტთან დაკავშირებით გაკეთდება ძირითადად შეფასებები. ევროკავშირის ინსტიტუტებში, ევროკავშირის პრეზიდენტის ვიზიტს უყურებენ როგორც ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას საქართველოში და მის პირად ჩართულობას მედიაციის პროცესში ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. შესაბამისად, ყველა დაინტერესებულია, რომ რაც შეიძლება მალე იქნას კომპრომისი მიღწეული მხარეებს შორის. ჩვენ მზად ვართ, რომ დიალოგი გაგრძელდეს კონსტრუქციულ რეჟიმში, დიალოგი არის მხარეებს შორის და შესაბამისად, მეორე მხრიდანაც ველით კონსტრუქციულ ნაბიჯებს და მაქსიმალურ მზაობას იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო შედეგს მივაღწიოთ“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ევროპარლამენტში დღეს დებატები გაიმართება

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს