თენგიზ ფხალაძე - კრისტიან დანიელსონი მაღალი კალიბრის დიპლომატია და მისი მოვლინება ხაზს უსვამს, რომ საქართველოს პრობლემებს დიდი ყურადღება ექცევა - თუ ჩვენ ვჯიუტდებით, გამოდის, რომ ქვეყანა საერთოდ არ გვაინტერესებს

კვირაზე მეტი გავიდა შარლ მიშელის ვიზიტიდან და წინ წაწევა ჯერჯერობით არ იგრძნობა - ეს ადამიანები ცდილობენ დაგვეხმარონ იმაში, რაც სჭირდება ქვეყანას და თუ ჩვენ ვჯიუტდებით, გამოდის, რომ ქვეყანა საერთოდ არ გვაინტერესებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა საგარეო ურთიერთობის საკითხებში, თენგიზ ფხალაძემ განუცხადა, რითაც შეაფასა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის დანიშვნა.

მისი შეფასებით, საერთაშორისო პარტნიორები საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად კიდევ უფრო გააქტიურდებიან.

„საქართველოს საკითხი უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორებისთვის და დიახ, ის მართლაც არის ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მხრიდან პირად კონტროლზე აყვანილი და არამხოლოდ მის კონტროლზე, ძალიან დიდი ყურადღებით აკვირდება ამას ყველა. კრისტიან დანიელსონი ეს არის ძალიან მაღალი კალიბრის დიპლომატი, რომელიც არაერთხელ არის საქართველოში ნამყოფი და შესანიშნავად იცის აქ არსებული სიტუაცია. ადამიანია, რომელსაც ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ევროპული ინტეგრაციისათვის, ვიზალიბერალიზაციისთვის და ა.შ. და მისი მოვლინება კიდევ ერთელ უსვამს ხაზს, თუ რაოდენ დიდი ყურადღება ექცევა ამ ყველაფერს. დღევანდელი დებატებიც ევროპარლამენტში ერთ-ერთი დადასტურებაა.

ძალიან სამწუხაროა, რომ მაინც და მაინც კარგად ვერ ვჩანვართ ამ დებატებისათვის იმიტომ, რომ დღეს მაგიდაზე დასადები, თავის მოსაწონებელი ძალიან ცოტა გვაქვს. კვირაზე მეტი გავიდა შარლ მიშელის ვიზიტიდან და წინ წაწევა ჯერჯერობით არ იგრძნობა, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო გააქტიურდებიან ჩვენი პარტნიორები იმისათვის, რომ კრიზისი განიმუხტოს ძალიან მალე და ისინი ყველა ღონეს გამოიყენებენ იმისათვის, რომ შეთანხმება შედგეს, საქართველო გამოვიდეს ამ ჩიხიდან და ქვეყანამ განაგრძოს წინსვლა.

ეს ადამიანები გვეუბნებიან და ცდილობენ დაგვეხმარონ იმაში, რაც სჭირდება ქვეყანას და თუ ჩვენ ვჯიუტდებით, გამოდის, რომ ქვეყანა საერთოდ არ გვაინტერესებს. შეთანხმების დარღვევას აქვს ძალიან ძვირი ფასი და ამ შემთხვევაში პოლიტიკური ფასიც საკმაოდ ძვირი იქნება და ნამდვილად არ მინდა, რომ მოვლენები ამ მიმართულებით განვითარდეს“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, კრისტიან დანიელსონი საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარადჭერილი პოლიტიკური დიალოგის მედიატორად დანიშნა.

დანიელსონი მედიაციას გაუწევს საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის განახლებულ დიალოგს, რომელიც ქვეყანაში დაძაბული პოლიტიკური ვითარების განმუხტვას ემსახურება და ამ მიზნით ის საქართველოში ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან მჭიდროდ ითანამშრომლებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო