თორნიკე შარაშენიძე - ქვეყანა 30 წელია დამოუკიდებელია და ვიდრე დასავლეთი არ დაადგა თავზე, ისე ვერ მივიდნენ სალაპარაკოდ - სამარცხვინო ფაქტია, მაგრამ რა ვქნათ, ასეა

შევხედოთ, ახლა დასავლეთი ვის მიიჩნევს უფრო კონსტრუქციულად. ტრაგიკომიკურ სიტუაციაში ვართ. ქვეყანა 30 წელია დამოუკიდებელია და ვიდრე დასავლეთი არ დაადგა თავზე, ისე ვერ მივიდნენ სალაპარაკოდ. სამარცხვინო ფაქტია, მაგრამ რა ვქნათ, ასეა, - ასე აფასებს „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მოვლენებს და პოლიტიკური დიალოგის მედიატორად ევროპის საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის დანიშვნას.

ექსპერტის მოსაზრებით, ახლა, ორივე მხარე-ოპოზიცია და ხელისუფლება ცდილობს, დასავლეთს თავი მოაწონოს და თავი უფრო კონსტრუქციულად წარმოაჩინოს, ხოლო თუ ჩაიშლება მოლაპარაკებები „დაბრალდეს მოწინააღმდეგ ბანაკს“. მისივე თქმით, სამწუხაროდ, ყველაფერი აქამდე დადის.

„აუდიო ჩანაწერების სკანდალის შემდეგ ოპოზიციის მიერ გამოთქმულო პროტესტი, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან არ დაჯდება მოლაპარაკებებზე, საბოლოო ჯამში, დასავლეთში ვის გამარჯვებად და ვის დამარცხებად ჩაითვლება, მე მგონი, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის. ოპოზიცია ამბობს, რომ „აი, არ დავჯდები, რადგან მართალი ვარ“, „ქართული ოცენება“ ამბობს, რომ „არ ჯდებიან და არაკონსტუქციულები არიან“. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ დონემდე დადის ყველაფერი. შევხედოთ, ახლა დასავლეთი ვის მიიჩნევს უფრო კონსტრუქციულად. ასე ვთქვთ, ტრაგიკომიკურ სიტუაციაში ვართ. ქვეყანა 30 წელია დამოუკიდებელია და ვიდრე დასავლეთი არ დაადგათ თავზე, ისე ვერ მივიდნენ სალაპარაკოდ. სამარცხვინო ფაქტია, მაგრამ რა ვქნათ, ასეა“, - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ და აღნიშნა, რომ ორივე მხარეს ახლა, ერთდროულა დათმობა მაინც მოუწევთ.

„კი, წესით მოუწევთ. ეჭვი მაქვს, როცა ჩამოვა შარლ მიშელის წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ორივე მხარე კონსტრუქციულ განცხადებებს გააკეთებს. ჩემი აზრით, ოპოზიციას ახლა, საკმაოდ გაუჭირდება ბოიკოტის გაგრძელება და მოლაპარკების ჩაშლა ჩანაწერების სახით, ასე მგონია. არ იქნება მარტივი დასავლეთი დაარწმუნო, რომ ჩანაწერებში ღარიბაშვილი ფიგურირებს და ამიტომაც არ დავსხდებით მოლაპარაკების მაგიდასთანო“, - აცხადებს შარაშენიძე.

რაც შეეხება ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ დებატების გაიმართვას და ზოგადად, საქართველოს თემის გააქტიურებას საერთაშორისო არენაზე, როგორც თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, ეს ქვეყანაში არსებულ შიდაპოლიტიკურ კრიზისს უკავშირდება.

„მაშინ, როდესაც ევროპას უამრავი პრობლემა აქვს, მათ შორის, საგარეო პოლიტიკური - სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს რუსეთთან ურთიერთობა, სამწუხაროდ, უკრაინისგან ჯერჯერობით ბევრი არაფერი გამოდის, რადგან კვლავ რჩება ძალიან კორუმპირებულ ქვეყნად და ამიტომ ბევრი აკლია დასავლეთის სტანდარტებამდე, ამასთან ევროკავშირის კიდევ ერთი პარტნიორი სომხეთი კრიზისშია ყარაბახის ომის შემდეგ - ასეთ სიტუაციაში საქართველოს მიშვება და გადაჩეხვა მათთვის ძალიან მძიმე იქნება. ამიტომ, თავისთავად ცხადია გააქტიურებულია საქართველოს თემა. ახლა კი, პრობლემა ის არის, რომ ორივე მხარე, ხელისუფლება და ოპოზიცია ცდილობს ეს ყველაფერი სათავისოდ გამოყენოს და თქვას, ჩვენ ვართ ყველაფერში მართლებიო. ორივე მხარე რომ შეჯერდეს იმაზე, რომ ქვეყანა კრიზისშია და ამ კრიზისიდან ევროკავშირის დახმარებით გამოიყვანონ, ეს კარგი იქნება, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ არ ვართ განებივრებული იმით, რომ საქართველოში პარტიები თავიანთ პარტიულ ნაბიჯებს აბიჯებენ და ფიქრობენ ეროვნულ დღის წესრიგზე. სამწუხაროდ, ასე არ არის“, - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს