გედევან ფოფხაძე - ხელისუფლებას ცუდად მომზადებული მოსწავლის პასუხები აქვს, ცდილობს ახსნას, რატომ ვერ შეასრულა საშინაო დავალება და „სად წავიდა რვეული“

ხელისუფლებას ცუდად მომზადებული მოსწავლის პასუხები აქვს, ცდილობს ახსნას საშინაო დავალება რატომ ვერ შეასრულა - საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან პირდაპირი მითითებები იქნება, თუ რა უნდა გაკეთდეს, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა გედევან ფოფხაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხდა.

ფოფხაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის კრისტიან დანიელსონის დანიშვნასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორებს არა უბრალოდ მაყურებლის როლი ექნებათ, არამედ კონკრეტულ მითითებებს გააკეთებენ, რათა პოლიტიკური პროცესი წინ წავიდეს.

„უპირველეს ყოვლისა, ეს იმის მაჩვენებელია, რომ საქართველო აქტუალური გახდა. საქართველოში ხელისუფლება, როგორც არ უნდა მოიშალოს და რაც არ უნდა დიდი მოცულობით აიღოს ძალაუფლება, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორები გვყავს, რომლებიც არ მიგვატოვებენ. მე მიმაჩნია, რომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან კონკრეტული მითითებები იქნება, რა უნდა გაკეთდეს. ე.ი. ისინი არა უბრალოდ მაყურებლების როლში იქნებიან, ამ შემთხვევაში, როგორ შეთანხმდება ოპოზიცია და ხელისუფლება, არამედ იქნება პირდაპირი მითითებები - აი, ესაა ამ შეთანხმების აუცილებელი წინაპირობა, რომ პროცესი წინ წავიდეს“, - განაცხადა პოლიტიკოსმა.

როგორც ფოფხაძემ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ ბრიუსელში არა პარტნიორების პოზიციის შესრულება, არამედ თამაში, „ჩათვლა“ უნდათ.

„ქართულ ოცნებას“ იქაც უნდათ, რომ ჩათვლა ჩაიწერონ, ითამაშონ, რეალურად ჩვენი პარტნიორების პოზიციის შესრულება არ უნდათ. ამ პარტიას დემოკრატიული განვითარების გზა კარგა ხანია უკვე დავიწყებული აქვს. მგონია, რომ ჩვენ მივიღებთ ისეთ გზავნილებს, რომელიც ამ პოლიტიკურ კრიზისში გამოგვადგება. პასუხები, რომელიც როგორც წესი, ხელისუფლებას აქვს, ეს ცუდად მომზადებული მოსწავლის პასუხებია, რომელიც ცდილობს ახსნას საშინაო დავალება რატომ ვერ შეასრულა და სად წავიდა, სიტყვაზე რვეული“, - განაცხადა ფოფხაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა