მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე - შეუძლიათ პარლამენტში შემობრძანდნენ და თუ ამ ფაბრიკაციისა და ცრუ ნარატივის მართლა სჯერათ, საგამოძიებო კომისია თავადვე შექმნან

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ოპოზიციას მიმართავს, პარლამენტში შევიდეს და თუ „ტვ პირველის" ეთერით გავრცელებული ჩანაწერების გამოძიება სურთ, საგამოძიებო კომისია საკუთარი ინიციატივით შექმნან.

როგორც მდინარაძემ პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ოპოზიციას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო ბერკეტი და შესაძლებლობა თავად ჩამოაყალიბონ საგამოძიებო კომისია.

„დღეს, როცა ამ ფაბრიკაციის გავრცელებით და მასზე აღშფოთებით თავად არიან დაკავებული, შეუძლიათ პარლამენტში შემობრძანდნენ და თუ ამ ფაბრიკაციისა და ცრუ ნარატივის მართლა სჯერათ, საგამოძიებო კომისია თავადვე შექმნან. თუკი ოპოზიციას „ქართული ოცნების" ლიდერების შეკვეთილი ძალადობის - აი, ამ სისულელეების, ოდნავ მაინც სჯერა, არ გაუშვან კომისიის შექმნის შანსი.

ჩვენ ვნახეთ, რომ მათ უარი თქვეს, არჩევნებთან დაკავშირებულ საგამოძიებო კომისიაში ჩართვაზე. გავრცელებული ცრუ ნარატივის 1% -ით მაინც თუ სჯერათ, პარლამენტში შემოვიდნენ და საგამოძიებო კომისიის შექმნის ბერკეტი გამოიყენონ, თავად გამოიძიონ, რასთან გვაქვს საქმე", - განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძემ ალეკო ელისაშვილს მიმართა, საგამოძიებო კომისიის შექმნაზე "ქართულ ოცნებას" კი არ მოუწოდოს, "მიმართულება დააზუსტოს და ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართოს".

ცნობისთვის, „ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე მტკიცებით, მომღერალი ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ამასთან, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ამ საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრობს, რომელიც ამ ქმედებებს იწონებს.

დღეს კი, "მოქალაქეების" ლიდერები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვიდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა