პაატა დავითაია - უნდა ვანახოთ ევროპას, რომ დიალოგი შეგვიძლია

კრისტიან დანიელსონი გამოცდილი დიპლომატია, ის ევროკავშირის გაფართოებაზე მუშაობდა, შესაბამისად, მისი დიალოგის პროცესში ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია - ამის შესახებ „ევროპული დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის ჩამოსვლა პოლიტიკურ აქტორებს კომპრომისზე წასვლას ავალდებულებს.

„უნდა ვანახოთ მთელ ევროპას, რომ ჩვენ შეგვიძლია დიალოგი, შეგვიძლია ნებისმიერი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა. მმართველი პარტია უნდა მიხვდეს, რამდენად სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას და კომპრომისისკენ ნაბიჯები გადადგას, რათა ოპოზიციამაც გადადგას შემხვედრი ნაბიჯები. შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ! სხვა შემთხვევაში ეს ძალიან ცუდად აისახება ჩვენს ქვეყანაზე, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთება იგეგმება. ასე რომ, პროცესზე მთელი პასუხისმგებლობა აქვს ხელისუფლებას - დიალოგი უნდა შედგეს, კომპრომისი უნდა მოიძებნოს, შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ!“- აცხადებს პაატა დავითაია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს