მამუკა მდინარაძე - ის, რაც გამოსაძიებელი შეიძლება იყოს, არის უკანონო მოსმენა-მიყურადება - ე.წ. დაზარალებულები, ვინც ახლა გამოჩნდნენ, ძირითადად „ნაცმოძრაობის“ აქტივია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე „ადეკვატურ გადაწყვეტილებას" უწოდებს პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას უკანონო ჩანაწერების მოპოვება-გავრცელების ფაქტზე.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის ჩვეულებრივი გადაწყვეტილება, რაც უწყების მხრიდან ადეკვატურია.

კითხვაზე, უნდა დაწყებულიყო თუ არა გამოძიება სავარაუდო ძალადობრივ დანაშაულზე, მდინარაძემ განაცხადა, რომ ასეთ საქმეს დაზარალებული სჭირდება, რაც არ არსებობს, ხოლო ის ე.წ. დაზარალებულები, რომლებიც ახლა გამოჩნდნენ ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის" აქტივია და კამპანიის ნაწილს წარმოადგენენ.

მდინარაძის თქმით, გამოძიება კამპანიის აქტორობაზე არ იწყება.

„ნაციონალური მოძრაობის" დროს იყო შემთხვევა, როცა ადამიანი მძიმე დანაშაულზე - მკვლელობისათვის გაასამართლეს ისე, რომ საქმეში დაზარალებული არ იყო. შემდეგ მოხდა ისე, რომ ე.წ. გარდაცვლილი გამოჩნდა. სადაც დაზარალებული არ არის, იქ დანაშაულზე არ შეიძლება იყოს საუბარი.

ის, რაც საზოგადოებამ მოისმინა, არის არა ჩანაწერი, რამედ 2010-2011 წლების ჩანაწერების ფაბრიკაცია, სადაც გამოყვანილია სხვა შინაარსი და სულ სხვა კონტექსტი. ის, რაც გამოსაძიებელი შეიძლება იყოს, არის უკანონო მოსმენა-მიყურადება. რატომ უსმენდნენ ირაკლი ღარიბაშვილს 2010 წელს, როცა ფონდ " ქართუს" დირექტორი იყო ან რატომ უსმენდნენ არასრულწლოვან ბერა ივანიშვილს? ჩემი აზრით, უნდა გვაინტერესებდეს ეს და არა ის, სადაც დაზარალებული არ არსებობს. ე.წ. დაზარალებულები, ვინც ახლა გამოჩნდნენ, ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივია და კამპანიის ნაწილს წარმოადგენენ. გამოძიება კამპანიის აქტორობაზე არ იწყება", - განაცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისთვის, „ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე მტკიცებით, მომღერალი ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ამასთან, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ამ საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრობს, რომელიც ამ ქმედებებს იწონებს.

დღეს კი პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერისა და მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენების ფაქტებზე დაიწყო.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს