მამუკა მდინარაძე - შარლ მიშელის წარმომადგენლის საქართველოში მოვლინება ერთ ძალიან კარგ რამეს ნიშნავს - ჩაიშალა ოპოზიციის მცდელობა, შეექმნათ მოლაპარაკებების ჩაშლის საბაბი

შარლ მიშელის წარმომადგენლის საქართველოში მოვლინება ერთ ძალიან კარგ რამეს ნიშნავს - ჩაიშალა ოპოზიციის მცდელობა,შეექმნათ საბაბი, რაზე დაყრდნობითაც მოლაპარაკებებს ჩაშლიდნენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდონარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

მდინარაძის შეფასებით, გარანტირებულად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მხარეებს შორის მოლაპარაკებები გაგრძელდება და ყველა მხარეს მოლაპარაკების მაგიდასთან საკუთარი კომპრომისული წინადადებების წარმოდგენა მოუწევს.

„ეს ძალიან კარგია არა ერთი რომელიმე კონკრეტული პარტიისთვის, არამედ კარგია ქვეყნისთვის, სახელმწიფოს ინტერესებისათვის. ჩვენ გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს, რისთვისაც ყოველთვის მზად ვიყავით“, - აღნიშნა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, კრისტიან დანიელსონი საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარადჭერილი პოლიტიკური დიალოგის მედიატორად დანიშნა.

დანიელსონი მედიაციას გაუწევს საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის განახლებულ დიალოგს, რომელიც ქვეყანაში დაძაბული პოლიტიკური ვითარების განმუხტვას ემსახურება და ამ მიზნით ის საქართველოში ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან მჭიდროდ ითანამშრომლებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა