სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების ახალი პროექტის ფარგლებში პირველი შეხვედრა გახსნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა გიორგი ფანგანმა ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის საკითხების შესახებ საერთაშორისო შეხვედრა გახსნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სემეკიდან აცნობეს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე გიორგი ფანგანმა ბაზრის მონიტორინგის საკითხების მნიშვნელობაზე, მის სპეციფიკასა და ახალ ენერგეტიკულ ბაზარზე ისაუბრა, რომელიც 2021 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება.

მათი ინფორმაციით, სემეკის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს უცხოელმა ექსპერტებმა და სხვადასხვა მარეგულირებელი კომისიების წარმომადგენლებმა.

„ავსტრიის მარეგულირებელი ორგანოს (E-control) ექსპერტმა, იოჰანეს მაიერმა ისაუბრა ავსტრიის გამოცდილებაზე ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის, მისი მიზნებისა და განხორციელების შესახებ როგორც საბითუმო ისე საცალო ენერგეტიკულ ბაზრებზე, ასევე კონკურენციის სამართლებრივ ასპექტებზე.

ევროკავშირის დაფინანსებით სემეკში რიგით მე-4 თვინინგის პროექტი 2021 წლის 1 თებერვალს დაიწყო. პროექტის სახელწოდებაა: „ქსელური ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების მარეგულირებელი სტრატეგიის შემუშავებისა და მოთხოვნის მხარის ჩართულობის ხელშემწყობი მარეგულირებელი ჩარჩოს ჩამოყალიბების შესახებ“. პროექტის განმახორციელებელი პარტნიორები არიან ავსტრიის ენერგეტიკის მარეგულირებელი ორგანო (E-Control) და გერმანიის ფედერალური ქსელის სააგენტო (BNetzA). პროექტში ჩართული იქნებიან საფრანგეთის ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიისა (CRE) და ლიეტუვის ეროვნული ენერგეტიკის მარეგულირებელი საბჭოს (Vert) ექსპერტები. 1 500 000 ევროს ოდენობით დაფინანსებული პროექტის ხანგრძლივობაა 27 თვე“,-აღნიშნულია სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო