შსს-ს მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისა და საექსპერტო შემოწმებისთვის განკუთვნილი ახალი შენობა გაიხსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქუტურული პროექტების ფარგლებში, სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისა და საექსპერტო შემოწმებისთვის განკუთვნილი ახალი შენობის მშენებლობა დასრულდა და ექსპლუატაციაში შევიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება და საექსპერტო შემოწმება ახალ, თანამედროვე სტანდარტის შენობაში განხორციელდება.

მათი განმარტებით, სერვისი სრულად არის მორგებული მოქალაქეთა კომფორტულ და სწრაფ მომსახურებაზე.

„შენობა დაყოფილია 12 გამტარ პუნქტად და დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ, მსუბუქი სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისა და საექსპერტო შემოწმებისთვის შესაბამის პუნქტებში გადანაწილდნენ. ასევე, ცალკე გამოიყო სატვირთო ავტომობილების დასათვალიერებელი 2 გამტარი პუნქტი.

აღნიშნული მომსახურების ფარგლებში, აღსანიშნავია, რომ სერვისის მიღების მსურველი ადგილზე, მანქანიდან გადმოუსვლელად მიიღებს დათვალიერებისა და საექსპერტო შემოწმების აქტს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სერვისების გაუმჯობესების მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა