ირაკლი ჩიქოვანი - ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ფარული მიყურადება და სპეკულაციური ჩანაწერების შექმნა

ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ფარული მიყურადება და სპეკულაციური ჩანაწერების შექმნა, - ასე ეხმაურება დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი პროკურატურის მიერ ფარულ ჩანაწერებზე დაწყებულ გამოძიებას.

„რაც რეალურად გვჭირდება ისაა, რომ ამ გზითა და საშუალებით შედეგის მიღწევა შეუძლებელია, რადგან ფაბრიკაცია და სპეკულაცია ჩვენს საზოგადოებაში ფეხს ვერასოდეს მოიკიდებს. კონკრეტულ მუხლთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ, ეს კითხვა პროკურატურას უნდა დაუსვათ", - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ჩიქოვანმა.

„ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე მტკიცებით, მომღერალი ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ამასთან, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული აუდიო ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ამ საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრობს, რომელიც ამ ქმედებებს იწონებს.

დღეს კი პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერისა და მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენების ფაქტებზე დაიწყო.

იოსებ ბარათაშვილი - სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს  ხელისუფლებას საკმაოდ  რთული პრობლემის წინაშე აყენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.10.2021
ვახტანგ ძაბირაძე - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია მეორე ტურის უკეთ გასაკონტროლებლად კონკრეტულ მექანიზმებზე ვერ შეთანხმდნენ, მაშინ გამოვა, რომ ორივე მხარე შეგნებულად მიდის ვითარების გამწვავებაზე
„გორგია“ ბათუმში დაზარალებულ ყველა ოჯახს მათთვის საჭირო ტექნიკას, ავეჯსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს გადასცემს