გიორგი კანდელაკი ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიებაზე - უბრალოდ საბრალონი არიან - მართლა აგონიის ნიშანია

უბრალოდ საბრალონი არიან ისინი. რას გვეუბნებიან, რომ საკუთარი თავი უნდა გამოიძიონ? ამაზეა საუბარი? - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს” წევრი გიორგი კანდელაკი პროკურატურის განცხადებას, რომლის თანახმად, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერისა და მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენების ფაქტებზე დაიწყო.

კანდელაკის თქმით, ახლა საზოგადოების ვალია „ცივილიზებული არჩევნების გზით საქართველოს გასათავისუფლებლად ნაბიჯი გადადგას”.

„ცოტა ტრაფარეტულად ჟღერს, მაგრამ მართლა აგონიის ნიშანია. ჩვენი, საზოგადოების ვალია, რომ საზოგადოება იყოს მაქსიმალურად მობილიზებული იმისათვის, რომ იმ პერსპექტივას, რაც დაგვისახა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, ხორცი შევასხათ და გადავდგათ ნაბიჯი ცივილიზებული არჩევნების გზით საქართველოს ივანიშვილის რეჟიმისგან გასათავისუფლებლად”,- განაცხადა კანდელაკმა.

ცნობისთვის, „ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე მტკიცებით, მომღერალი ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ამასთან, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ამ საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრობს, რომელიც ამ ქმედებებს იწონებს.

დღეს კი პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერისა და მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენების ფაქტებზე დაიწყო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა