გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი - ყველა ბრალდებულმა ჩაიდინა მკვლელობა - ერთადერთი მოლოდინი, რაც არსებობს, ეს გამამტყუნებელი განაჩენია

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორი დავით ყაზარაშვილი დარწმუნებულია, რომ მცხეთის რაიონული სასამართლო შაქარაშვილის საქმეზე გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.

"ბრალდების მხარე თავის მტკიცებულებებში დარწმუნებულია. დარწმუნებულია იმაში, რომ ყველა ბრალდებულმა ჩაიდინა მკვლელობა. ერთადერთი მოლოდინი,რაც დღეს არსებობს, ეს არის გამამტყუნებელი განაჩენი. უამრავი პირდაპირი მტკიცებულებაა საქმეში, რაც პირდაპირ უთითებს შაქარაშვილის ჯგუფურად მკვლელობას", - განაცხადა პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა სასამართლო სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას.

რამდენიმე წუთში, მოსამართლე გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს. სასამართლოსთან პოლიციაა მობილიზებული.

ცნობისთვის,პროკურატურა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს