ჯანმო-ს დირექტორი - არ უნდა დავკარგოთ ის პროგრესი, რასაც პანდემიასთან ბრძოლაში მივაღწიეთ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეისუსი აცხადებს, რომ მსოფლიომ არ უნდა დაკარგოს ის პროგრესი, რაც პანდემიასთან წინააღმდეგ ბრძოლაში მიაღწია.

”ჩვენ აქამდე მოვედით, ამდენი ტანჯვა გადავიტანეთ და ამდენი დავკარგეთ. არ უნდა დავკარგოთ ჩვენს მიერ მიღწეული პროგრესი“, - განაცხადა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, პანდემიის კონტროლის ინსტრუმენტები არსებობს, მაგრამ ისინი უნდა იქნას გამოყენებული თანმიმდევრულად და სამართლიანად. ”მეცნიერება, გადაწყვეტილებები და სოლიდარობა რჩება ჩვენს სახელმძღვანელოდ”, - დასძინა ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა.

ცნობისათვის, მიმდინარე კვირის ხუთშაბათს 12 თვე შესრულდება მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კოვიდ 19-ის გამო შექმნილი კრიზისი გლობალურ პანდემიად გამოაცხადა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა