ლევან იოსელიანი - პროკურატურის მიმართ ნდობა, რომ ჩანაწერების შინაარსს გამოიძიებს და ფიგურანტების პასუხისმგებლობას დაადგენს, ფაქტობრივად, ნულია

პროკურატურის მიმართ ნდობა, რომ ჩანაწერების შინაარსს გამოიძიებს და იქ ფიგურანტი ადამიანების პასუხისმგებლობას დაადგენს, ფაქტობრივად, არის ნული,- ასე ეხმიანება მოქალაქეების" ერთ- ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი პროკურატურის მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიებას, რომელიც კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერისა და მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენების ფაქტებზე დაიწყო.

იოსელიანი აღნიშნავს, რომ პროკურტურას გამოძიება უნდა დაეწყო შინაარსზე და არა იმაზე, თუ ვინ გაავრცელა ჩანაწერი.

"გამოძიება უნდა დაწყებულიყო არა იმაზე, თუ ვინ მოიპოვა და ვინ გაავრცელა, არამედ იმაზე, რაც არის შინაარსზე, შიგნით. შინაარსზე უნდა დაწყებულიყო გამოძიება, მაგრამ შინაარსზე გამოძიებას ფაქტია, რომ არავინ დაიწყებს, ამიტომ ჩვენ გვქონდა დღეს ინიციატივა, რომ თვითონ პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია და პარლამენტმა გამოიძიოს ეს საკითხი, რადგან რეალურად პროკურატურის მიმართ ნდობა, რომ ამის შინაარსს გამოიძიებს და იქ ფიგურანტი ადამიანების პასუხისმგებლობას დაადგენს, ფაქტიურად, არის ნული", - განაცხადა იოსელიანმა.

რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე, "მოქალაქეების" ინიციატივასთან დაკავშირებით "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას შეფასებას, იოსელიანი აღნიშნავს, რონ "ხელმოცარული პოლიტკოსების და პარტიების" განცხადებებზე შეფასებას არ აკეთებს.

ცნობისთვის, „ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე მტკიცებით, მომღერალი ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ამასთან, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული აუდიო ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ამ საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრობს, რომელიც ამ ქმედებებს იწონებს.

დღეს კი პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერისა და მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენების ფაქტებზე დაიწყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო