მამუკა მდინარაძე გიგი უგულავას - გარეჯის საქმეზე დაზარალებულია ის, ვისაც და რასაც დედა უტირეთ რაც პოლიტიკაში გამოჩნდით - ეს ქართული სახელმწიფო და ქვეყნის ეროვნული ინტერესია

გარეჯის საქმეზე დაზარალებულია ის, ვისაც და რასაც დედა უტირეთ რაც პოლიტიკაში გამოჩნდით - ეს ქართული სახელმწიფო და ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესია, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას „ფეისბუქ“ სტატუსს ეხმაურება.

როგორც მდინარაძე აღნიშნავს, ოპოზიციისთვის „პოლიტიკა კარგი თავშესაფარია."

„როდესაც ადამიანს ვინმეზე ზეწოლას აბრალებთ, ეს ვინმე უნდა იყოს დაზარალებული - კონკრეტული ფიზიკური პირი, რომელიც კუდ-ის ჩანაწერებით თქვენს მიერ დამზადებული ფაბრიკაციის მიხედვითაც კი არ იძებნება. გარეჯის საქმეზე დაზარალებულია ის, ვისაც და რასაც დედა უტირეთ რაც პოლიტიკაში გამოჩნდით - ეს ქართული სახელმწიფო და ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესია! რაც შეეხება მიმართვის ფორმებს, რომელსაც სასოწარკვეთილების და აგონიის გამო თქვენ მიმართავთ: მორალი, ეთიკა და ა. შ. არ მაძლევს საშუალებას პასუხად ადეკვატური და შესატყვისი ეპითეტები გამოვიყენო, განსაკუთრებით საჯაროდ...

(პოლიტიკა, როგორც ჩანს თქვენთვის კარგი „თავშესაფარი" და გაბედულების წყაროა, რატომღაც მარტო ჩვენთვის აღმოჩნდა თმენის ვალდებულება....) დარწმუნებული ვარ ჩვენს მიერ კონსტიტუციაში და პარლამენტის რეგლამენტში შეტანილ ბერკეტს გამოიყენებთ, ამ შანსს მაინც არ გაუშვებთ ხელიდან და საგამოძიებო კომისიაში დაამტკიცებთ თქვენს „სიმართლეს" , - წერს მდინარაძე.

ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მამუკა მდინარაძის კომენტარს ეხმაურება, რომელშიც მდინარაძე აცხადებს, რომ „სადაც დაზარალებული არ არის, იქ დანაშაულზე არ შეიძლება იყოს საუბარი“. ასევე მდინარაძემ აღნიშნა, რომ ე.წ. დაზარალებულები, ვინც ახლა გამოჩნდნენ, ძირითადად „ნაცმოძრაობის“ აქტივია.

„კარტოგრაფების საქმეს ვინ ჰყავს დაზარალებული?! არარსებულ/ არშემდგარ ფაქტზე ხალხი რომ დაიჭირეთ. ნაძირალა ხარ ჩვეულებრივი. უტიფარი ნაძირალა.

ამ სამ დღეში მინიმუმ ხუთმა ადამიანმა თქვა ხმამაღლა. ყველა ნაცია ხომ?!”- წერს უგულავა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო