ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატი - მოსამართლე ბიძინა სტურუა არის უბინძურეს წუმპეში ამოსვრილი, ნილოსი თუ გარეცხავს, არაგვი და მტკვარი მას ვერაფერს უშველის

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი მსჯავრდებულის, ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატის, ლელა გოგოლაძის განცხადებით, დაცვის მხარე იბრძოლებს როგორც სამართლებრივად, ასევე, შესაძლოა, აქციების გზითაც.

როგორც სასამართლო სხდომის შემდეგ მცხეთის რაიონულ სასამართლოსთან ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყანა ჩამოშლილია და სასამართლო სისტემა ჭაობშია.

„ბიძინა სტურუა არის უბინძურეს წუმპეში ამოსვრილი, ნილოსი თუ გარეცხავს, არაგვი და მტკვარი ამ მოსამართლეს ვეღარასდროს გარეცხავს. ეს გადაწყვეტილება იმიტომ იქნა მიღებული, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს სამართალი და ეს ქვეყანა არ არის სამართლებრივად შემდგარი, ჩამოშლილია სახელმწიფო. ჩვენ ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებთ. სამართლებრივად ხომ ვიბრძოლებთ, შეიძლება გავიდეთ ქუჩაში, ყველა ღონეს მივმართავთ, რაც კანონს არ ეწინააღმდეგება. სასამართლო მოწოდების სიმაღლეზე კი არა, უკანასკნელ საფეხურზე დგას და ჭაობშია“,- განაცხადა ადვოკატმა.

ვახტანგ ჩიქოვანის დედის, ნინო გოგილაშვილის განცხადებით კი, სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

„გადაწყვეტილების გასაჩივრებას ვაპირებთ. არავითარი მტკიცებულება არ აქვთ. 16-წლიანი სასჯელის შემდეგ მშვიდად შეგვიძლია გადაწყვეტილების მიღება? დავმშვიდდებით და მერე მივიღებთ გადაწყვეტილებას“,-განაცხადა ვახტანგ ჩიქოვანის დედამ.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს 3 პირს- არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს, 16-16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, 2 არასრულწლოვნის საქმეზე განაჩენი კი 16 მარტს გამოცხადდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ბიძინა სტურუამ გამოაცხადა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა