გია ვოლსკი - პროპაგანდისტული ნაბიჯი, რომელიც კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალამ გადადგა, ემსახურება სურათის შექმნას, თითქოს სახელმწიფო სტრუქტურები დარბიან და ბერა ივანიშვილის სიით ანგარიშს უსწორებენ ახალგაზრდებს

პროპაგანდისტული ნაბიჯი, რომელიც კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალამ გადადგა, ემსახურება სურათის შექმნას, თითქოს სახელმწიფო სტრუქტურები დარბიან და ბერა ივანიშვილის მიერ შედგენილი სიით ანგარიშს უსწორებენ ახალგაზრდებს,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უპირველეს ყოვლისა უნდა დადგინდეს ამ ჩანაწერის ავთენტურობა, ასევე, როდის არის გაკეთებული ჩანაწერი და ვისთან გვაქვს საქმე - კერძო პირებთან თუ ოფიციალურ სტრუქტურებთან.

"ის დანაშაულები, რაც წინა ხელისუფლების მიერაა ჩადენილი, მხედველობაში მაქვს ქუჩაში ანგარიშსწორება, მოკვდინება, წამება, ქონების და ღირსების წართმევა, უნდათ გადაფარონ როგორმე, რადგან ეს რეალობა მათ არ აძლევს საშუალებას მეტი ხალხი მოიზიდოს აქციებზე. გამოჩნდა ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ მანქანაში იჯდა და გაიგონა უკან მსხდომები, როგორ ეუბნებოდნენ და ტელეფონით ბერა ივანიშვილის ხმა იცნო 11 წლის წინ. ჯერ ერთი, არასრულწლოვნის ფარული ჩაწერა კანონით არის აკრძალულ, გინდა ბერა იყოს, გინდ სხვა. მაშინაც მათ დავალება ჰქონდათ, რომ ეგინებინათ იმ ოჯახის არასრულწლოვანი წარმომადგენელი, რომელიც პოლიტიკურად არ აწყობდათ და დღესაც მიღებული აქვთ დავალება კვლავ აგინონ და თავი დაზარალებულად წარმოადგინონ", - განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება ჩანაწერის შინაარსთან დაკავშირებით, ვოლსკი ამბობს, რომ ამისთვის წინაპირობა უნდა არსებობდეს, თუმცა, მიიჩნევს, რომ სურათი ნათელია და რეალურად არასრულწლოვანისა და კერძო პირების უკანონო ჩაწერას ჰქონდა ადგილი.

"თუკი შეიქმნა წინაპირობა იმისთვის, რომ სახელმწიფო სტრუქტურები არიან ჩართულები ადამიანების ჩაგვრაში, მაშინ ეს უნდა გაგრძელდეს ამ მიმართულებითაც, მაგრამ რაღაც რეალობა ხომ უნდა შეიქმნას, რომ ასეთს ადგილი ჰქონდა. რეალობა არის ის, რომ არასრულწლოვან ბერა ივანიშვილს ინტენსიურად აგინებდნენ, მასზე განხორციელდა შეტევა ვირტუალურ სივრცეში და დღეს ის ახალგაზრდები ამბობენ, მაშინ ვაგინეთო, დღესაც კიდევ ვაგინეთ და აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ ძალადობის მსხვერპლი. რაიმე ძალადობა რომ მომხდარიყო, ეს სადისტური რეჟიმი რა მდგომარეობაში ჩააგდებდა ოპონენტს. ლოგიკურად რომ შევხედოთ, ამას საფუძველი არ აქვს, მაგრამ საფუძველი იმისა რომ არასრულწლოვანი ჩაიწერეს და ამის გარდა განხორციელდა უკანონოდ კერძო პირების ჩაწერა, მერე ამ მასალის მონტაჟი და გავრცელება პოლიტიკური მიზნებისთვის, ეს სურათი ნათელია. ამას რომ გამოიძიებენ და დააზუსტებენ, აქედან გამომდინარე, შეიძლება განვითარება ჰპოვოს", - განაცხადა ვოლსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა