გია ვოლსკი - ჩვენი ოპონენტებისთვის, თავის სატელიტ პარტიებთან ერთად, მოლაპარაკების მაგიდასთან მისვლა სავალდებულო და აუცილებელი იქნება

ჩვენი ოპონენტებისთვის, თავის სატელიტ პარტიებთან ერთად, მოლაპარაკების მაგიდასთან მისვლა სავალდებულო და აუცილებელი იქნება,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ამასთან, როგორც ვოლსკი აღნიშნავს, ოპოზიციურ პარტიებს არანაირი შეთანხმების სურვილი ან ინტერესი არ გააჩნიათ.

„მათზე მრავლობითში არ ვლაპარაკობ, მაგრამ ფაქტია, რომ სიტუაციას „ნაციონალური მოძრაობა” მართავს და პრაქტიკულად, მას მთავარი ამოცანის შესასრულებლად ყველა დაექვემდებარა, რაც არის ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოხდენა, მაგრამ ამას წინ აღუდგა საზოგადოების დიდი ნაწილის მოსაზრება და პოზიცია, რაც თუნდაც მათ მიერ ნაქებ NDI-ს კვლევებშიც ჩანს და ამ ყველაფერმა სერიოზული შეშფოთება გამოიწვია ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებში - ევროკავშირის ქვეყნებსა და ამერიკაში. მხოლოდ ეს მაძლევს იმედს, რომ ჩვენი ოპონენტებისთვის თავის სატელიტ პარტიებთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან მისვლა სავალდებულო და აუცილებელი იქნება,"- განაცხადა ვოლსკიმ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა