საპატრიარქოში შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ინციდენტზე მსჯელობენ

საქართველოს საპატრიარქოში შეხვედრა მიმდინარეობს, რომელზეც სხვადასხვა საკითხზე მსჯელობენ, მათ შორის მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში გუშინ მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც მედიის წარმომადგენლები დაშავდნენ.

ვინ ესწრება შეხვედრას და კონკრეტულად რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებენ თუ არა დღევანდელ შეხვედრაზე, ეს ჯერჯერობით უცნობია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე გააკეთებს.

ცნობისთვის, ჭყონდიდის ეპარქიაში გუშინ, დაპირისპირების დროს აივნის მოაჯირი ჩამოინგრა და 10-მდე ადამიანი მეორე სართულიდან ჩამოვარდა. დაშავდა მედიის რამდენიმე წარმომადგენელი.

მანამდე კი, სასულიერო პირებსა და ჭყონდიდის მიტროპოლიტ, მეუფე სტეფანეს შორის შეხვედრა მიმდინარეობდა. შეხვედრას ის 2 დიაკონიც ესწრებოდა, რომელსაც მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აეკრძალა. რეზიდენციის გარეთ მყოფ მრევლს ოთახში შესვლა სურდათ, რის საშუალებასაც შიგნით მყოფი სასულიერო პირები არ აძლევდნენ, რასაც მოჰყვა შეხლა - შემოხლა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო