ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური გრძელდება

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური გრძელდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, 2020-2021 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის მიმდინარეობას გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე თბილისის N166-ე საჯარო სკოლაში ადგილზე გაეცნო.

ცენტრის ინფორმაციით, ტესტირება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეგულაციის დაცვით მიმდინარეობს.

„ოლიმპიადა 8 მარტს დაიწყო და დღეს მათემატიკისა და ინგლისური ენის ტესტირებით გაგრძელდა. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურში 6000-ზე მეტი მოსწავლე იღებს მონაწილეობას მთელი საქართველოს მასშტაბით.

მესამე ტურში გადასვლის უფლებას მოიპოვებს ის მოსწავლე, რომელიც დააგროვებს შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 50%-ს და მოხვდება შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ორმოცდაათ მონაწილეს შორის.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური ცენტრალიზებულად ტარდება და მას ადმინისტრირებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უწევს. პროცესი 12 მარტს გერმანული ენის ტესტირებით დასრულდება“, - აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა