დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი - დავინახეთ ჯგუფები, რომლებსაც შემხებლობა არ ჰქონდათ ეკლესიურ ცხოვრებასთან, რაც ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ მათ აგულიანებენ ადამიანები, რომლებიც პოლიტიკასთან არიან შემხებლობაში

ჩვენ დავინახეთ ადამიანთა ჯგუფები, რომლებსაც არანაირი შემხებლობა არ ჰქონდათ ეკლესიურ ცხოვრებასთან. ეს ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ მსგავსი დესტრუქციული ქმედებების დროს, ასეთ ადამიანებს აგულიანებენ ის ადამიანები, რომლებიც პოლიტიკასთან არიან შემხებლობაში,- ამის შესახებ დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა გუშინ მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, ადამიანებს, რომლებსაც წინამძღვრის და ეპისკოპოსის რეზიდეციაში ძალმომრეობით შეჭრის მცდელობა ჰქონდათ, არც ერთ შემთხვევაში არ ავლენდნენ საეკლესიო ცხოვრებისთვის დამახასიათებელ თავისებურებებს.

მისივე განმარტებით, მოთხოვნა, რომ კრებაზე საერო პირებსაც ჰქონოდათ დასწრების უფლება, აბსოლუტურად უკანონო იყო.

„სად გინახავთ, როდის დაგინახავთ, რომ ეკლესიის მორწმუნე ადამიანი ეპისკოპოსის რეზიდენციაში ძალმომრეობით იჭრებოდეს? ეს ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ მსგავსი დესტრუქციული ქმედებების დროს ასეთ ადამიანებს აგულიანებენ ის ადამიანები, რომლებიც პოლიტიკასთან არიან შემხებლობაში.

არსებობს საეკლესიო წესი, საეკლესიო წესს აღასრულებდა მეუფე სტეფანე, როდესაც მან მოიწვია საეკლესიო ეპარქიის გაფართოებული კრება. ამ შემთხვევაში, ამ კრებაზე უნდა გადაწყვეტილიყო საცილობელი საკითხები, რომლებიც აღელვებს მორწმუნე საზოგადოებას და ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ეს ვერ ვნახეთ, რადგანაც მხოლოდ დაისვა კითხვები კრებაზე და როდესაც დადგა ჯერი, რომ მეუფე სტეფანეს უნდა გაეცა პასუხები მღვდელმსახურებისთვის, ამ დროს ატყდა იქ ხმაური და მოწოდებები, რომ შესულიყო ხალხი და მათაც მიეღოთ კრებაში მონაწილეობა, რაც კანონმდებლობით აბსოლუტურად შეუსაბამოა. თუ არის ეპარქიის გაფართოებული კრება, კრებაში მონაწილეობას იღებს მხოლოდ სამღვდელოება,“- განაცხადა დეკანოზმა.

მისივე თქმით, მრევლის მხრიდან პროტესტის გაგრძელების სურვილი გასაგებია.

„ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი გამოწვევისთვის“, - დასძინა მან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს