მეუფე იაკობი პეტრე ცაავას შესაძლო განკვეთაზე - აუცილებლად მოხდება, იმსახურებს

ბოდბელი მთავარეპისკოპოსი მეუფე იაკობი არ გამორიცხავს, რომ პეტრე ცაავა ეკლესიიდან საბოლოოდ განკვეთონ.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გუშინ ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი ფაქტის გამო, პასუხი ყველამ უნდა აგოს.

"თქვენ მკითხეთ მეუფე პეტრეს როლზე. ცოტა ხანში პარტიებმა რომ ასე აღარ გამოიყენონ ეგ ადამიანი, ალბათ ჩვენ მივიღებთ იმ ზომებს, რასაც იმსახურებს და მერე ყველანი ვნახავთ მაგის მდგომარეობას. ადრეც ვთქვი, ბოლომდე არ უნდა იხმარო და მერე არ უნდა გადააგდო. რა ზომებზეა საუბარი და რასაც იმსახურებს მიიღებს", - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მეუფე პეტრეს ეკლესიიდან საბოლოოდ განკვეთა მოხდება, მეუფე იაკობმა უპასუხა: "აუცილებლად მოხდება, იმსახურებს და იმიტომ”.

“გუშინდელი ფაქტი, შეჭრა, ასეთი რამ რუსეთის დროს ხდებოდა. ამაზე ყველამ პასუხი უნდა აგოს და აგებენ. ალბათ არავის უნდოდა თქვენი გადაყრა აივნიდან, მაგრამ ასეთი რამ მოხდა. ფრთხილად იყავით, გასაგებია, ჟურნალისტები ხართ და ყველაფერი გაინტერესებთ, მაგრამ ჯანმრთელობას გაუფრთხილდით", - განუცხადა მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს.

ის არ გამორიცხავს, რომ ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებული მოვლენების უკან შესაძლოა მეუფე პეტრე იდგეს.

"თუ ნახავთ კონკრეტულ პირებს, ძალიან ცოტა ადგილობრივი იყო. მიხვდებით, რომ სხვები იყვნენ ჩარეულები და არ შეიძლებოდა ის მრევლი ყოფილიყო. სახეები, რომ ნახოთ დაასკვნით საიდან იყვნენ და ვინ",-განაცხადა მეუფე იაკობმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ ხედავს ის მეუფე პეტრეს როლს ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით,მეუფე იაკობმა უპასუხა: თქვენ როგორ ფიქრობთ, მის გარეშე იქნებოდა? ის ხალხი მეუფე სტეფანეს არასწორად მოიხსენიებდა და თავიანთ ლიდერად პეტრეს მოიხსენიებდნენ. სამწუხაროდ, უკვე ესენი სექტას ემსგავსებიან", - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ცნობისთვის, 8 მარტს ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებსა და მარტვილისა და ჭყონდიდის მეუფე სტეფანეს შორის შეხვედრა მიმდინარეობდა. შეხვედრას ის 2 დიაკონიც ესწრებოდა, რომელსაც მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აეკრძალა. რეზიდენციის გარეთ მყოფ მრევლს ოთახში შესვლა სურდათ, რის საშუალებასაც შიგნით მყოფი სასულიერო პირები არ აძლევდნენ. შეხლა - შემოხლის დროს აივნის მოაჯირი ჩამოინგრა და 10-მდე ადამიანი მეორე სართულიდან ჩამოვარდა. დაშავდა მედიის რამდენიმე წარმომადგენელი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო