მეუფე მიქაელი მარტვილის ეპარქიის მოვლენებზე - ამ პროცესებში ვხედავ იმას, ვისაც საქართველო და დედა ეკლესია არ უყვარს, უნდა ჩვენი ხელით დაგვაშლევინოს ქვეყანა - ეს არის შიდა თუ გარე მტრები

ესე იგი, მაინც და მაინც ორმა დიაკვანმა და 5-მა მღვდელმა არ უნდა დაუჯეროს და ეს არის სიმართლე და თუ 100 და 500 სასულიერო პირი გემორჩილება, ისინი ცუდები არიან?- ასე შეაფასა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა მეუფე მიქაელმა ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებული პროცესები, რომლებიც მეუფე სტეფანეს მიერ ეპარქიის ორი დიაკვნისთვის - კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურისთვის მღვდელმოქმედებებში მონაწილეობის აუკრძალვას მოჰყვა.

მეუფე მიქაელის განცხადებით, აღიშნული სასულიერო პირების მხრიდან მეუფე სტეფანესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები არ შეიძლება სარწმუნოდ იქნას მიჩნეული. მისივე თქმით, ამ პროცესის უკან არიან ის შიდა და გარე მტრები, ვისაც სურთ რომ ქვეყანა ჩვენივე ხელით დავშალოთ.

„ჩვენ რატომ არ შეიძლება, რომ დავემორჩილოთ მათ და დავეყრდნოთ მათ ინფორმაციებს, იმიტომ, რომ ჩვენ გვეუბნებიან, რომ მეუფე სტეფანე არასწორი ეპისკოპოსია, არ გავიმეორებ იმ სიტყვებს და დანარჩენი სამღვდელოება და დანარჩენი დიაკვნები რომ ემორჩილებიან, იმათი შეურაცხყოფა არ არის ეს? ესე იგი მაინც და მაინც ორმა დიაკვანმა და 5-მა მღვდელმა არ უნდა დაუჯეროს და ეს არის სიმართლე და თუ 100 და 500 სასულიერო პირი გემორჩილება, ისინი ცუდები არიან? ამიტომ ეს არ არის სწორი განცხადებები, ამიტომ ნებისმიერ შეკითხვაზე არის ეს პასუხი - არ იყო სწორედ დაწყებული და მადლობა ღმერთს, რომ არ დასრულდა ძალიან ცუდად.

ამ პროცესებში ვხედავ იმას, ვისაც საქართველო არ უყვარს, ვისაც დედა ეკლესია არ უყვარს, უნდა არევა და დარევა და უნდა ჩვენი ხელით დაგვაშლევინოს ჩვენი ქვეყანა, ეს არის შიდა თუ გარე მტრები. ამით ვიცნოთ თეთრი და შავი: უფალი აერთებს, ეშმაკი დაშლის,“- განაცხადა მეუფე მიქაელმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა