დევიდ მაკკალისტერი - იმედია, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოზე აღინიშნება დიალოგში მიღწეული პროგრესი

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ყველა დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს. პოლიტიკური სიტუაცია ქვეყანაში სწრაფად უარესდება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა დევიდ მაკკალისტერმა ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით დებატები იმართება.

„მხარს ვუჭერ ყველა ფასილიტატორის ძალისხმევას, რომ ხელახლა დაიწყონ და გააძლიერონ დიალოგი ოპოზიციასა და მთავრობას შორის. საქართველო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, მათ შორის კოვიდ 19-ის პანდემია, ეკონომიკური განვითარება, სოციალურ საკითხები და უსაფრთხოება. ამიტომ, საჭიროა, პოლიტიკურმა ლიდერებმა ეს კრიზისი სწრაფად გადალახონ და ერთად გამოძებნონ ხანგრძლივი გამოსავალი“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მისივე თქმით, წინსვლისკენ გზა უნდა მოიცავდეს ამბიციურ საარჩევნო რეფორმას, კანონის უზენაესობასა და სასამართლოს რეფორმას, ასევე პოლიტიზირებული მართლმსაჯულების პრობლემის გადაჭრას, პარლამენტში ძალაუფლების განაწილებას და საგამოძიებო კომისიის შექმნას.

„იმედია, მომავალ კვირაში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოზე აღინიშნება დიალოგში მიღწეული პროგრესი. ნება მიბოძეთ, ახლად დანიშნულ წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს, ასევე ჩვენს ელჩს თბილისში კარლ ჰარცელსა და მათ გუნდს საუკეთესო ვუსურვო ამ დიდებულ ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის დაძლევის კუთხით“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები