ალეკო ელისაშვილი - დიდი შანსია პროკურატურაში ბერა ივანიშვილი დაიბარონ, დაახვედრონ ტორტი, ხინკალი, ყავა, ვისკი, კონიაკი - დაკითხვის გარდა, ყველაფერს მოუწყობენ

პროკურატურაში დიდი შანსია დაიბარონ ბერა ივანიშვილი, იქ დაახვედრონ ტორტი, ხინკალი, ყავა, ვისკი, კონიაკი - დაკითხვის გარდა, ყველაფერს მოუწყობენ, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, ერთადერთი საგამოძიებო ინსტრუმენტი, რომელმაც ფარული ჩანაწერების საქმეზე შესაძლოა შედგი დადოს, საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიაა.

ელისაშვილის თქმით, ვინც გაბედა „უფლისწულის“ მოსმენა და მერე ამ ჩანაწერის მოპოვება- გავრცელება, ე.ი. ის უსმენდა ბიძინა ივანიშვილსაც და სხვებსაც „ქართულ ოცნებაში“. ამდენად, ელისაშვილი ვარაუდობს, რომ „ქართულ ოცნებას“ დიდი „სიურპრიზები“ ელოდება.

„შეიძლება იმ კომისიამაც ვერ გამოიძიოს, მაგრამ დავიბარებთ ბიძინა ივანიშვილსაც, ბერა ივანიშვილსაც, ირაკლი ღარიბაშვილსაც და ანზორ ჩუბინიძესაც. დავიბარებთ და არცერთ მათგანს არ აქვს უფლება საპარლამენტო დროებით კომისიას უარი უთხრან მოსვლაზე. ოპოზიცია ამ შანსს და შესაძლებლობას ზურგს აქცევს იმიტომ, რომ ჩვენ ვთქვით, მე და ლევან იოსელიანმა და ჩვენი პარტია რომ არის ინიციატორი. ქვეყანა თუ გიყვარს რა ელისაშვილის და იოსელიანის სიძულვილი გალაპარაკებს, ადექი და თქვი - კი, შემოვალ, დავიბარებ ბერა ივანიშვილს და დავკითხოთ პირდაპირ ეთერში, მთელი ქვეყნის გასაგონად. ასეთი ქვეყანა მინდა მე, ასეთი ქვეყნისთვის ვიბრძვი. ამის შანსი გვაქვს, სხვა შანსი გამოძიების არ არსებობს! პროკურატურაში დიდი შანსია დაიბარონ ბერა ივანიშვილი, იქ დაახვედრონ ტორტი, ხინკალი, ყავა, ვისკი, კონიაკი. დაკითხვის გარდა, ყველაფერს მოუწყობენ.

მე მჭირდება ასეთი თავზარდამცემი ამბის გამოძიება როგორც მოქალაქეს, როგორც მშობელს. რომ ჩემს არასრულწლოვან შვილებს ვიღაც არ მიადგეს და იმის გამო, რომ ვიღაცაზე რაღაც დაწერე „დაკაჩავება“ არ დაუწყოს. ვინც უსმენდა ბერა ივანიშვილს, ერთ და ორ ზარს არ მოუსმენდა. როგორია „უფლისწულის“ მოსმენა. ვინც გაბედა „უფლისწულის“ მოსმენა და მერე ამ ჩანაწერის მოპოვება და გავრცელება, ე.ი. ის უსმენდა ბიძინა ივანიშვილსაც და სხვებსაც „ქართულ ოცნებაში“. ამდენად, სავარაუდოდ, „ქართულ ოცნებას“ დიდი „სიურპრიზები“ ელოდება“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე აღიძრა.

საუბარია „ტვ პირველის" მიერ გავრცელებულ ჩანაწერებზე, რომლითაც, მათივე მტკიცებით, მომღერალი ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ამასთან, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ამ საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრობს, რომელიც ამ ქმედებებს იწონებს.

დავით სიხარულიძე - ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა ყოველთვის იყო დაფუძნებული ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, აშშ-ს მდივნის ვიზიტიც ამის მკაფიო დემონსტრირება გახლდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 20.10.2021
იოსებ ბარათაშვილი - სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს  ხელისუფლებას საკმაოდ  რთული პრობლემის წინაშე აყენებს
"ავერსსა" და "კავკასიის უნივერსიტეტს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ინვესტიცია გუდაურის ოპერირებად სასტუმროში
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში საცხოვრებელი სახლების პროექტების მდგრადი განვითარებისთვის $10 მილიონიანი სესხი დაამტკიცა
კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერის ფონდი“ ვეტერანებს ვეტერანის დღეს ულოცავს