სვენ მიქსერი - მოვუწოდებ კოლეგებს, დაარწმუნონ ქართველი მეგობრები დემოკრატიულ საპარლამენტო პროცესში ჩართვის აუცილებლობაში, არ შესწირონ ხალხის ლეგიტიმური მისწრაფება მოკლევადიან პარტიულ ინტერესებს

პირველ რიგში მსურს სრული მხარდაჭერა გამოვხატო შარლ მიშელის მიერ დაწყებული მედიაციის მიმართ, რომლის მიზანი საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის მოძებნაა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით დებატები იმართება.

„მინდა ვთქვა, რომ ძალაუფლებაში მყოფმა პირებმა უნდა შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ იმოქმედონ არაპროპორციულად ან ისე, რომ სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავება გამოიწვიონ. აუცილებელია, რომ პოლიტიკური განსხვავებები და უთანხმოება დემოკრატიული საპარლამენტო დებატების ფორმატში გადაიჭრას. მოვუწოდებ ყველა ჩემს კოლეგას, დაარწმუნონ ქართველი მეგობრები დემოკრატიულ საპარლამენტო პროცესში ჩართვის აუცილებლობაში და იმაში, რომ არ შეწირონ ქართველი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფება ვინმეს მოკლევადიან პარტიულ პოლიტიკურ ინტერესებს“,- განაცხადა ევროპარლამენტარმა.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა