ანნა ფოტიგა - მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გამოვიჩინოთ იმისთვის, რომ დიალოგს ფასილიტატორობა გავუწიოთ, რომელიც, სავარაუდოდ, ახალ ინკლუზიურ არჩევნებამდე მივა

ათწლეულების განმავლობაში მხარს ვუჭერდი საქართველოს და ვიცავდი საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მოწოდებას. ახლაც იგივეს ვაკეთებ. თუმცა, მოვიდა დრო, გავაჟღერო ჩემი უკიდურესი შეშფოთება, ვინაიდან 2019 წლის ივნისიდან ჩვენ ძალიან ბევრი ცუდი ახალი ამბავი გვესმის თბილისიდან, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანნა ფოტიგამ ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით დებატები გაიმართა.

მისი თქმით, ცუდ სიახლეებში ერთადერთი გამონაკლისი ოპოზიციასა და მთავრობას შორის გასულ წელს მიღწეული მარტის შეთანხმებაა.

„ცუდი სიახლეა ოპოზიციური პარტიის ოფისში შეჭრა და მისი ლიდერის თვითნებური დაკავება. იმედი მაქვს, შარლ მიშელის მედიაციის, მხარს ვუჭერ ახლად დანიშნულ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს კრისტიან დანიელსონს. ყველა ჩვენგანმა მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გამოვიჩინოთ იმისთვის, რომ დიალოგს ფასილიტატორობა გავუწიოთ, რომელიც, სავარაუდოდ ახალ ინკლუზიურ არჩევნებამდე მივა“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია