პეტრას აუსტრევიჩიუსი - საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები წარმოადგენს სისტემურ პოლიტიკურ კრიზისს

საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები წარმოადგენს სისტემურ პოლიტიკურ კრიზისს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩიუსმა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებისას განაცხადა.

მისი თქმით, ფაქტი, რომ გასული წლის მონაცემებით საქართველო დემოკრატიის ინდექსში არის 91-ე ადგილზე 165 ქვეყანას შორის გვაჩვენებს სიტუაციის სერიოზულობას.

„საქართველოს აქვს შანს იყოს ღია ეკონომიკა და გაატაროს სტრუქტურული რეფორმები. თუმცა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციის იგნორირება არ შეგვიძლია.

მივესალმები საქართველოში შარლ მიშელის დროულ ვიზიტს. ასეთი პოლიტიკური კრიზისის გადაჭრას მოითხოვს ჩართულობას, კომპრომისსა და ურთიერთპატივისცემას. საქართველოში პოლიტიკურმა აქტორებმა უნდა გაიზიარონ, რომ მოქალაქეების ნდობა ხელისუფლებისა და საჯარო ინსტიტუტებისადმი, დამოუკიდებელი სასამართლოსა და მედიისადმი მნიშვნელოვანი წინაპირობაა საქართველოს ევროპული მისწრაფებისთვის“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია