მარინა კალიურანდი - მოვუწოდებ საქართველოს ყველა პოლიტიკურ აქტორს, რომ  საკუთარი ხალხის ინტერესები პარტიის პოლიტიკაზე მაღლა დააყენოს

როგორც სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელი, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პოლარიზაციასა და შიდა უთანხმოებას შეშფოთებით ვადევნებ თვალს. თუმცა, მე ვხედავ ნანატრი პოლიტიკური შერიგების აშკარა იმპულსს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდიმ ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით დებატები გაიმართა.

„მსურს, მოწონება გამოვხატო შარლ მიშელის თბილისში ვიზიტის, მისი პერსონალური ჩართულობისა და მედიაციის წარმართვის მიზნით კრისტიან დანიელსონის დანიშვნის გამო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს შეუწყობს იმ არაჩვეულებრივი სამუშაოს წინსვლას, რასაც ელჩი კარლ ჰარცელი ახორციელებს. დასაკარგი დრო არ არის. მოვუწოდებ საქართველოს ყველა პოლიტიკურ აქტორს, რომ საკუთარი ხალხის ინტერესები პარტიის პოლიტიკაზე მაღლა დააყენოს და ფოკუსირება მოახდინოს მის წინაშე მდგომ ამოცანებზე, მათ შორის პრო-ევროპულ რეფორმებზე, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე,“- განაცხადა ევროპარლამენტარმა.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა