ანდრიუს კუბილიუსი - საქართველო არის იმაზე უარეს ვითარებაში, ვიდრე აქამდე იყო - მოვუწოდებ ორივე მხარეს, დაიწყონ მოქცევა, როგორც რეალურმა ევროპელებმა

ძალიან რთულია საქართველოს ყურება ასეთ ღრმა და ხანგრძლივ პოლიტიკურ კრიზისში, იმიტომ, რომ ეს არის დემოკრატიის კრიზისი. ერთი წლის შემდეგ საქართველო არის იმაზე უარეს ვითარებაში, ვიდრე ის იყო აქამდე, - ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.

კუბილიუსმა მოუწოდა ქართველ პოლიტიკოსებს დაიწყონ მოქცევა, როგორც რეალურმა ევროპელებმა, რომლებიც ისწრაფვიან ევროპული საზოგადოების წევრობისკენ. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში აცნობიერებენ, რომ ეს ქვეყანაში არსებული კრიზისის მართვის პროცესში ევროკავშირის უმაღლესი ჩართულობაა.

„საუბარს დავიწყებ ძალიან მარტივი სიტყვებით, ნება მომეცით ვთქვა, რომ ყველა ჩვენგანს გვიყვარს საქართველო და ქართველი ხალხი, სწორედ ამიტომ ძალიან რთულია საქართველოს ყურება ასეთ ღრმა და ხანგრძლივ პოლიტიკურ კრიზისში, იმიტომ, რომ ეს არის დემოკრატიის კრიზისი. დემოკრატიის სიმწიფე ნიშნავს არჩევნების გამჭირვალეობას, კანონის უზენაესობას, არაპოლიტიზირებულ სასამართლოს და სამართლიან საპარლამენტო პროცესს. როგორც ევროპის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ, ერთი წლის წინ მე გულწრფელად მივულოცე მმართველ პარტიასა და ოპოზიციას 8 მარტის შეთანხმების მიღწევა და გამოვთქვი იმედი, რომ საქართველო დემოკრატია ნორმალურ საზღვრებს დაუბრუნდებოდა. სამწუხაროდ, ერთი წლის შემდეგ, საქართველო არის იმაზე უარეს ვითარებაში, ვიდრე ის იყო აქამდე. არ ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ერთმანეთის დადანაშაულების პოპულარულ ქართული პოლიტიკურ თამაშში. მე მარტივად მოვუწოდებ ორივე მხარეს, დაიწყონ მოქცევა როგორც რეალურმა ევროპელებმა, რომლებიც ისწრაფვიან, ევროპული საზოგადოების წევრობისკენ. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი მეგობრები საქართველოში მიხვდებიან, რომ ეს არის ევროკავშირის უმაღლესი ჩართულობა მათი კრიზისის მართვის პროცესში და მსურს მოვუწოდო ჩვენს მეგობრებს საქართველოში, რომ ხელიდან არ გაუშვან ეს შესაძლებლობა“, - აღნიშნა მან.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია