მაიკლ გალერი - საქართველოში მოქალაქეები კარგავენ ნდობას დემოკრატიული ინსტიტუტების და არჩეული წარმომადგენლების მიმართ როგორც მთავრობაში, ისე ოპოზიციაში

ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტიკური კონფრონტაცია კონსოლიდაციისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ამის შესახებ მან ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით დებატები იმართება.

„პოლიტიკური კონფრონტაცია საქართველოში არის საფრთხე კონსოლიდაციისთვის ქვეყანაში. მოქალაქეები კარგავენ ნდობას დემოკრატიული ინსტიტუტების და არჩეული წარმომადგენლების მიმართ როგორც მთავრობაში, ისე ოპოზიციაში. ჩვენს ინტერესებშია წვლილი შევიტანოთ დეესკალაციაში. კარგია, რომ ამ ქვეყანასთან დაკავშირებით გვაქვს დღის წესრიგი და შეხვედრები. გასულ კვირაში თბილისში ბატონი შარლ მიშელის ვიზიტი, მომავალ კვირაში ასოცირების საბჭოს შეხვედრა აქ ბრიუსელში პრემიერ-მინისტრთან“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

მისივე თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მოახერხა, რომ შემოეკრიბა მაგიდასთან ყველა მხარე.

„ჩვენ უკვე გამოვყავით საკითხები სადაც გვჭირდება, რომ ყველა მხარემ წინ გადადგას ნაბიჯი და დაახლოვდეს. ჩვენ არ ვსაუბრობთ მოკლევადიან პოლიტიკურ სარგებელზე რომელიმე მხარისთვის, ჩვენ ვსაუბრობთ დაბრუნებაზე საერთო გზაზე, რომელიც ევროპისკენ მიდის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის კრისტიან დანიელსონს და ასევე ჩვენი ელჩის თბილისში კარლ ჰარცელის დანიშვნით ადგილზე გვყავს საოცნებო გუნდი, რომელიც ცხადად წარმოაჩენს, რომ ჩვენ გვსურს კონსოლიდაცია და იმედი საქართველოსთვის. ამასთან დარწმუნებული ვარ, რომ ისინი შეიტანენ მნიშვნელოვან წვლილს ამ სიტუაციაში“, - განაცხადა მაიკლ გალერმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია