ბერა ივანიშვილი ჩანაწერზე - ეს ხდებოდა 2011 წლის ზაფხულში, ვიყავი, ალბათ, 15-16 წლის თინეიჯერი

ბერა ივანიშვილის განცხადებით, ჩანაწერები გაკეთებულია 2011 წელს, მაშინ, როდესაც მის თაყვანისმცემლებზე, მისივე განმარტებით, მასიური ტერორი ხორციელდებოდა.

როგორც მან აღნიშნა, იყო მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება თუ დარიგება.

„ეს ხდებოდა 2011 წლის ზაფხულს, მე ვიყავი ალბათ, 15-16 წლის თინეიჯერი. გულწრფელად გეტყვით, რომ ეს ჩემთვის შოკისმომგვრელი მოვლენა იყო. აქამდე ჩემს ცხოვრებაში მსგავსი წყევლა-კრულვა, შეურაცხყოფები, მუქარები ჩემი და ჩემი ოჯახის მისამართით არ ყოფილა. ამ ყველაფერში ყველაზე შემაშფოთებელი იყო კონკრეტულად ჩემს გულშემატკივრებზე, 10-11 წლის ბავშვებზე მასიური, 100-200 კაციანი ჯგუფების თავდასხმა, მუქარა, საზიზღარი პორნოგრაფიული სურათები. წერდნენ ბავშვებს, რომ ჩვენ შენთან სახლში მოვალთ, შენ ბერა ვერ დაგიცავს, ბერას კიბო აქვს. ისეთ საზიზღრობებს იძახდნენ, ეთერში ვერც კი გავიმეორებ. რამდენიმე ბავშვის მშობელს ადეკვატური რეაქცია ჰქონდა, ისინი დაგვიკავშირდნენ და ჩვენ ვალდებულები ვიყავით ეს გადაგვეცა დაცვის სამსახურისთვის, რომელმაც ყველა კანონის, ეთიკის თუ მორალის დაცვით მოინახულა ეს ადამიანები. იმ ჩანაწერებშიც გარკვევით ისმის, რომ ამ შეხვედრას ესწრებიან მისი მშობლები, უფროსი მეზობლები და ა.შ. ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება თუ დარიგება“, - განაცხადა ბერა ივანიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო