ვიოლა ფონ კრამონი - როდესაც სააკაშვილი რამეს ამბობს, ქვეყანა კიდევ უფრო ღრმა პოლიტიკურ არეულობაში ექცევა

მიხეილ სააკაშვილს აქვს არა კონსტრუქციული, არამედ მხოლოდ პროვოკაციული მიდგომა, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, ვიოლა ფონ კრამონმა სოციალურ ქსელში დაწერა, რითაც ის ერთ-ერთი მომხმარებლის კომენტარს გამოეხმაურა.

„ყოველ ჯერზე, როდესაც სააკაშვილი რამეს იტყვის, ამბობს, ქვეყანა კიდევ უფრო ღრმა პოლიტიკურ არეულობაში ექცევა. ეს არის არა კონსტრუქციული, არამედ მხოლოდ პროვოკაციული მიდგომა. სწორედ ამიტომ ვახსენე ისინი(მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი) ერთ წინადადებაში“, – დაწერა ვიოლა ფონ კრამონმა „ტვიტერში“.

შეგახსენებთ, საქართველოში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ ორმა მავნებელმა ჩრდილოვანმა აქტორმა - სააკაშვილმა და ივანიშვილმა საქართველოში მიმდინარე პროცესებში შემდგომი ჩარევა უნდა შეწყვიტონ. ერთ-ერთმა მომხმარებელმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სააკაშვილისა და ივანიშვილის გათანაბრება არასწორია, ვინაიდან „ბიძინა ივანიშვილი პრაქტიკულად საქართველოს მთავრობას ფლობს, მიხეილ სააკაშვილი კი დევნილობაში მყოფი გიჟი ლიდერია“, რომლის პარტიაც მას ყოველთვის აღარ უსმენს და ასე რომ, ივანიშვილს მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა