დავით სერგეენკო - ჩემი შეხედულებით, ბერა ივანიშვილმა დააფიქსირა, რომ თუ მისი ოჯახის შეურაცხყოფა იქნებოდა, ამაზე მომავალშიც გააკეთებს რეაგირებას - არ მგონია, ამაში რამე განსაკუთრებული იყოს

ჩემი შეხედულებით, ბერა ივანიშვილმა ის დააფიქსირა, რომ თუკი მისი ოჯახის შეურაცხყოფა იქნებოდა, ამაზე მომავალშიც გააკეთებს რეაგირებას. ამაში რამე განსაკუთრებული არ მგონია, რომ იყოს,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს ბერა ივანიშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით განუცხადა.

როგორც დავით სერგეენკო აღნიშნავს, გავრცელებული ჩანაწერები 11 წლის წინანდელია და ეხება მოზარდს და არა საჯარო მოხელეებს.

„მეც ის ინფორმაცია მაქვს, რაც მედიით ვრცელდება, რომ ეს შემთხვევა მოხდა 11 წლის წინ, რომელშიც მონაწილეობდა 16 წლის მოზარდი და დანარჩენი ადამიანები არ იყვნენ საჯარო სამსახურის წარმომადგენლები. რამდენადაც ვიცი, ყველა მათგანმა გააკეთა განმარტება და ვფიქრობ, ამაზე პოლიტიკური შეფასებები და ჩემი შთაბეჭდილებების მოყოლა ზედმეტია. მე ვერ გავაკეთებ დასკვნას, უნდა აღძრულიყო თუ არა საქმე, რადგან არ ვარ ამ საქმის სპეციალისტი. უნდა ვაცადოთ სახელმწიფო ინსტიტუციებს და სპეციალისტებს აკეთონ თავისი საქმე. ზოგადად, არასრულწლოვნის კი არა, სრულწლოვანის საუბრის ჩაწერაც მიუღებელი და ამაზრზენია “,-აღნიშნა სერგეენკომ.

ცნობისთვის, მომღერალმა ბერა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ თუ ვინმე მის ოჯახს შეეხება, პასუხს დღესაც აუცილებლად მოსთხოვს.

„მე დღესაც აბსოლუტურად იგივე პოზიციაზე ვდგავარ და პირდაპირ ვიტყვი - თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ყველაზე ღირებულია, მე ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ დღესაც“,- განაცხადა ბერა ივანიშვილმა.

იხილეთ ვიდეო:საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები ბერა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუსთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებენ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა