მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციაზე - ისინი ყველა ხერხს მიმართავენ, რომ მოლაპარაკება ან არ გაიმართოს და ან გაიმართოს და უშედეგო აღმოჩნდეს

მოლაპარაკებები აუცილებლად გასამართია, ყველა გზა უნდა გამოინახოს იმისთვის, რომ მოლაპარაკება რეალურად შედგეს ანუ ყველა მხარე უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის დიდი ნაწილი არაა განწყობილი მოლაპარაკებების შედეგიანად წარმართვისთვის.

„სამწუხაროდ, ერთი მხარის მზადყოფნა, ამ შემთხვევაში, ხელისუფლების მზადყოფნა და რეალური განწყობა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მოლაპარაკება რეალური, წარმატებული, შედეგიანი აღმოჩნდეს. სამწუხაროდ, კვლავ მაქვს განცდა, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი არ არის განწყობილი მოლაპარაკებების შედეგიანად წარმართვისთვის. ისინი ყველა ხერხს მიმართავენ, რომ მოლაპარაკება ან არ გაიმართოს და ან გაიმართოს და აღმოჩნდეს უშედეგო“,- განაცხადა სარჯველაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს