კახა კალაძის განცხადებით, სოციალურად დაუცველ 2000-ზე მეტ სტუდენტს სწავლის საფასური დაუფინანსდება

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია, სწავლის დაფინანსების მიზნით, სოციალურად დაუცველი სტუდენტების განაცხადებს 31 მაისამდე მიიღებს.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, თბილისის მერია წარმატებულ სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, რომ ფინანსური დახმარება მიიღონ.

„სტუდენტების მხარდამჭერი პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვეხმარებით წარმატებულ სტუდენტებს, სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე სტუდენტებს.

ჩვენ გავზარდეთ სტუდენტების რაოდენობა და მივეცით შესაძლებლობა ახალგაზრდებს, წარმატებულ სტუდენტებს, რომ ფინანსურად დავეხმაროთ, დავუფინანსოთ სწავლა, შესაბამისად, გაზაფხულის სემესტრის დასაფინანსებლად, საბუთების მიღება დაიწყო პირველ მარტს და გაგრძელდება 31 მაისის ჩათვლით. პროგრამის ფარგლებში 2000-ზე მეტ სტუდენტს დაუფინანსდება სწავლის საფასური“, - აცხადებს კალაძე.

იხილეთ ვიდეო:კახა კალაძის განცხადებით, სოციალურად დაუცველ 2000-ზე მეტ სტუდენტს სწავლის საფასური დაუფინანსდება

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია