კობა ნაყოფია - ყველა პირი, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ შტურმის დროს ვანდალიზმი ჩაიდინა, უნდა დაისაჯოს

ჩვენ ყველა კითხვას ვუპასუხეთ, ყველანაირი საფუძველი არსებობს გამოძიების დაწყების და ვითხოვთ, რომ სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება, - ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, კობა ნაყოფიამ პროკურატურის დატოვების შემდეგ განაცხადა, სადაც ის გასაუბრებაზე იმყოფებოდა.

ნაყოფიას ინფორმაციით, პროკურატურის კითხვები ნიკა მელიას დაკავებისას ინვენტარის დაზიანებასთან დაკავშირებით მათ მიერ მოწოდებულ 2 განცხადებას უკავშირდებოდა, რომლებიც 23 თებერვლით და პირველი მარტით არის დათარიღებული.

მისივე თქმით, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გამოძიება და „ყველა ის დამნაშავე პირი, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ შტურმის დროს ვანდალიზმი ჩაიდინა, უნდა დაისაჯოს”.

„კითხვები ძირითადად ეხებოდა ჩვენს მიერ მოწოდებულ 2 განცხადებას, რომლებიც დათარიღებულია 23 თებერვლით და პირველი მარტით. აინტერესებდათ, ვადასტურებთ თუ არა იმ ფაქტებს, რომლებიც იყო აღწერილი და ხომ არ გვაქვს დამატებითი ინფორმაცია. ჩვენ მათ ყველა კითხვას ვუპასუხეთ, ყველანაირი საფუძველი არსებობს გამოძიების დაწყების და ჩვენ ვითხოვთ, რომ სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება. ყველა ის დამნაშავე პირი, რომელმაც ჩაიდინა ვანდალიზმი „ნაციონალური მოძრაობის“ შტურმის დროს, უნდა დაისაჯოს. დიდი იმედი არ მაქვს, რომ ეს გამოძიება დაიწყება, მაგრამ გარწმუნებთ, ქვეყანაში აუცილებლად იქნება დამოუკიდებელი პროკურატურა, რომელიც ამ საქმეს გამოიძიებს. არანაირი ოქმი და დოკუმენტი არ ჰქონიათ დამადასტურებელი, რომ აპირებდნენ პარტიის ინვენტარის ან სხვა ელექტრონული აღჭურვილობის გატაცებას, ცდილობენ იპოვონ გამოსავალი, მაგრამ ეს არის დანაშაული, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული”, - აღნიშნა კობა ნაყოფიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა