გრიგოლ გეგელია - 6-პუნქტიანი დოკუმენტის განხორციელების გარეშე არავითარი პერსპექტივა, არც ამ კრიზისის გადაჭრას, არც საქართველოს ევროპულ კავშირში ინტეგრირებას, არ გააჩნია

დღეს ევროპარლამენტი გვიგზავნის სრულიად მკაფიო გზავნილს - თუ ჩვენ გვსურს ამბიციური ასოცირების პაკეტის შესრულება და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება და მასში ინტეგრირება, მაშინ ჩვენ დღეს დაუყოვნებლივ უნდა გავატაროთ მართლმსაჯულების რეფორმა, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს საკითხის განხილვს გამოეხმაურა.

მისი თქმით, 6-პუნქტიანი დოკუმენტის განხორციელების გარეშე „არავითარი პერსპექტივა, არც ამ კრიზისის გადაჭრას, არც საქართველოს ევროპულ კავშირში ინტეგრირებას, სამწუხაროდ, არ გააჩნია“.

„ევროპარლამენტის გზავნილები სრულიად ნათელია. საქართველომ გასული წლის 8 მარტის შეთანხმების შემდეგ სერიოზული ნაბიჯი გადადგა უკან, რამაც დააზარალა ქართული დემოკრატია და გამოიწვია საზოგადოებრივი პოლარიზება, რაც არის მკაფიოდ სახელმწიფოებრივი ინტერესების და საგარეო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული. დღეს ევროპარლამენტი გვიგზავნის სრულიად მკაფიო გზავნილს, თუ ჩვენ გვსურს ამბიციური ასოცირების პაკეტის შესრულება და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება და მასში ინტეგრირება, მაშინ ჩვენ დღეს დაუყოვნებლივ უნდა გავატაროთ მართლმსაჯულების რეფორმა. ასევე, შევწყვიტოთ პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება, გავათავისუფლოთ პოლიტპატიმრები, ჩავატაროთ ახალი არჩევნები და რა თქმა უნდა, ახალი არჩევნები ჩავატაროთ ახალი რეფორმის შემდეგ სრულიად განახლებული წესებით. ამ უმნიშვნელოვანესი პუნქტების და მიშელის 6-პუნქტიანი დოკუმენტის განხორციელების გარეშე არავითარი პერსპექტივა, არც ამ კრიზისის გადაჭრას, არც საქართველოს ევროპულ კავშირში ინტეგრირებას, სამწუხაროდ, არ გააჩნია. ეს „ქართულ ოცნებას“ უნდა ახსოვდეს. ეს პირდაპირ გვითხრა ევროპულმა კავშირმა. ან შევასრულებთ ამ მნიშვნელოვან პოლიტიკურ დავალებას ან გამორიცხული იქნება საქართველოს ინტეგრირება დასავლურ ოჯახში, რაც უმნიშვნელოვანესი საგარეო და საშინაო პრიორიტეტია, რომელზეც დგას ქართული ეკონომიკის განვითარება, ქართული პოლიტიკური სისტემის სტაბილურობა და ადეკვატური საფასურის მიღება, რომლითაც ყველა ჩვენგანი უნდა ვამაყობდეთ და გვეძლეოდეს განვითარების საშუალება“, - განაცხადა გეგელიამ.

კიდევ ერთი მესიჯი, რომელიც მოვისმინეთ არის, ის რომ 16 მარტამდე, როდესაც ბრიუსელში შედგება ასოცირების საბჭო მიღწეული უნდა იქნას გარკვეული პროგრესი, მინიმუმ მიშელის 6 პუნქტის ირგვლივ. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ვერ ვხედავთ ვერავითარ ძალისხმევას "ქართული ოცნების" მხრიდან. ჯერი არის "ოცნებაზე" და მან 6 პუნქტის ირგვლივ კონსესუსი გამონახოს, მაგრამ "ოცნება" არ მოდის ამაზე. ის დღეს პირდაპირ აზარალებს საქართველოს საუკეთესო სახელმწიფო ინტერესებს და ქართული სახელწიფო მომავალს, მათ შორის ევროინტეგრაციის პროცეს“ - , განაცხადა გეგლიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს