გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, ოთარ შამუგიას და აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს, შეინ როზენტალს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა აზიის განვითარების ბანკის მიერ საირიგაციო ქსელების რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის მიმართულებით ინვესტირების განხორცილების საკითხზე იმსჯელეს.

„ სამიზნე ობიექტებად განიხილება ქვემო სამგორის მარცხენა მაგისტრალური არხისა და შიდა ქსელების და ტბისი-კუმისის საირიგაციო სისტემის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღდგენა, ასევე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შპს „საქართველოს მელიორაციის" ინსტიტუციური და მართვის მექანიზმების გაძლიერება.

შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი სამსახურების, შპს „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლები, აზიის განვითარების ბანკის სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის უფროსი იასმინ სიდიქი, საქართველოში წყლის რესურსების სექტორის განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი ფრენკ რადსტაკე და პროექტების მმართველი ავთანდილ ცხვიტავა, ასევე, ბრიტანული საკონსულტაციო ფირმის „ლენდელ მილზი“ ექსპერტები ესწრებოდნენ”,- აღნიშნავენ უწყებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა