აკაკი ბობოხიძე - ვიდრე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ვილაპარაკებთ, „ქართულ ოცნებას“ იძულებულს გავხდით ილაპარაკოს რიგგარეშე არჩევნებზე

სოზარ სუბარის განცხადებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, სერიოზულად არ განვიხილავთ. ეს არის განცხადება, რომელიც განკუთვნილია მათი მომხრეების გასამხნევებლად, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ განაცხადა.

ბობოხიძის თქმით, მმართველ გუნდს თვითმმართველობის არჩევნებამდე რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი მოუწევს.

„სუბარს და „ქართულ ოცნებას“ მოუწევს პასუხი გასცეს ჯერ იმ კრიზისს, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი, მოუწევს იმ ექვსპუნქტიანი გეგმის შესრულება, რა პრობლემებიც ჩვენი პარტნიორების მონაწილეობით გამოიკვეთა და რა პროცესებიც ძალიან მალე აქტიურ ფაზაში შევა საქართველოში. ასე რომ, ვიდრე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ვილაპარაკებთ, ჩვენ მოგვიწევს და „ქართულ ოცნებას“ იძულებულს გავხდით ილაპარაკოს რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებს „ქართული ოცნებაც“ და მათ შორის, ოპოზიციური სპექტრიც, მზადებას ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებისთვის“, - განაცხადა ბობოხიძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატის სოზარ სუბარის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ დღეს თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს