ირაკლი ზარქუა - მჯერა, რომ დედაქალაქს მერად სწორედ კახი კალაძის მსგავსი კანდიდატი დაამშვენებდა - კალაძის დამოკიდებულებაა, რომ სადაც გუნდს დასჭირდება, იმ პოზიციაზე იქნება

მჯერა და მაქვს მოლოდინი, რომ დედაქალაქს მერად სწორედ კახი კალაძის მსგავსი კანდიდატი დაამშვენებდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განუცხადა.

ირაკლი ზარქუას აზრით, გამოწვევები, რაც თბილისს ეკოლოგიის, გამწვანების და ინფრასტრუქტურის კუთხით ჰქონდა, კალაძემ თავის გუნდთან ერთად გადაჭრა. ზარქუას ინფორმაციით, დედაქალაქის მერის კანდიდატურასთან დაკავშირებით უმრავლესობის დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი არ იყო და ამაზე გადაწყვეტილებას მოგვიანებით პარტიის პოლიტსაბჭო მიიღებს.

"რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, თბილისის მერობის კანდიდატზე მსჯელობა ჯერ არ ყოფილა. კახა კალაძის დამოკიდებულებაა, რომ სადაც გუნდს დასჭირდება, იმ პოზიციაზე იქნება", - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

დეპუტატმა აქვე დასძინა, რომ "ქართული ოცნება" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პასუხისმგებლობით ემზადება.

იხილეთ ვიდეო:ირაკლი ზარქუა - მჯერა, რომ დედაქალაქს მერად სწორედ კახი კალაძის მსგავსი კანდიდატი დაამშვენებდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა